2

539 71 15
                                    

"არაფერზე, ვფიქრობდი მაშინ როდესაც შენი საფლავის წინ, ქოლგით ხელში ვიდექი.

უსასრულოდ წვიმდა და გადაღებას არც აპირებდა.

აწვიმდა შენს საფლავზე ახლად მოყრილ ქვიშას და ატალახიანებდა...

ჩემს თავს ვაჯერებდი,იმ დღის შემდეგ რომ ამ დღეს,იმ წუთას ვტიროდი..

მაგრამ ასე არ იყო..

მე დაკარგული მქონდა ემოციები.

ვერაფერს ვერ ვგრძნობდი..

ცრემლები თვალებიდან ამომიშრა,ამოილია და ვეღარ ჰკვეთდნენ ბარიერს.

ალბათ საკუთარ თავს იმიტომ ვაჯერებდი,რომ ვტიროდი,რადგან უსწორმასწორო წვეთები სახეზე მელამუნებოდა, თითქოს მეფერებოდა მისი სიცივით და სისველით.

მან მთლიანი ტანი დამისველა, მაგრამ არ მადარდებდა.

იმასაც ვერ ვხვდები,რატომ ვაჯერებდი თავს რომ მაშინ ვტიროდი..

უსასრულობაში ვიყავი ჩაკარგული და არაფრის მომცემ სიჩუმეს არ ვარღვევდი,რომელსაც თან წვიმის წვეთების,ძლიერი შეტაკების ხმა არღვევდა მიწასთან.

მე არ ვტიროდი..
ან უფრო ვერ ვტიროდი..

შემდეგ,ჩემი ასეთი მომენტის ყურებით დაღლილი ჰოსოკი მომიახლოვდა, საფეთქლზე მაკოცა,ხელი მომხვია და შენგან წამომიყვანა.

არ შემიძლია ამ სახლში გაჩერება..

აქ მე შენთან ერთად უნდა მეცხოვრა და არა მარტომ."

ჯონმა წერა დაამთავრა და სათუთად შეინახა უჯრაში,მისი აწ უკვე საუკეთესო მეგობარი.

-რატომ მაქვს რაღაცნაირი შეგრძნება?- საკუთარ თავს ეკითხება ჯონგუკი და გულზე ხელს იდებს.- აი აქ ამიჩქარდა,ეს გული მხოლოდ შენთვის ჩქარდებოდა ასე,ახლა კი არაფერზე ვფიქრობ. ჯანდაბა, რა ხდება ჩემს თავს.

______
ვერ მოვითმინე და დავდე მეორეც🥴😁
ხვალ ადრიანად ვარ ასადგომი და უნდა დავიძინო.🧚 ტკბილი ძილი თქვენც ასევე❤️

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now