3

518 76 21
                                    

დილის 8 საათზე,დიდ ოთახში მაღვიძარას წკარუნი გაისმა.

ჯონგუკმა ფუმფულა ბალიშიდან თავი ასწია და აბურდული თმიდან ძლივს გამოიხედა,რომელიც თვალებზე გადაჰფენოდა.

მაღვიძარა გამორთო,გაიზმორა და გაახსენდა:

-სკოლა,ახალი სემესტრი და დამამთავრებელი კლასი- ამოიხვნეშა.

თეთრი საბანი გადაიძრო და მზადებას შეუდგა.

***

ჯონგუკმა მანქანა სკოლასთან გააჩერა და ზოზინით გადმოვიდა.

რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ დღეს რაღაც უნდა მომხდარიყო.

ამოიხვნეშა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და სკოლისაკენ მიმავალ ბილიკებზე დაიწყო სვლა ზანტად.

- ჰეი, ბოცვერო.ასე კუც გაგასწრებს.-ზურგიდან ეტაკება შავთმიანი ბიჭი,ჯონს კისერზე ხელებს ხვევს და უჭერეს.

- თეჰიონ,გამიშვი მეტკინა.-ხრიალებს ჯონი.

- რა იყო ბიჭო,ასე დასუსტდი ამ ზაფხულს?-არხეინად ხტის თეჰიონი ადგილზე.
-თეჰიონ, მოკეტე,შენი აზრით კუნთების დრო მქონდა?
- ოჰ, მაპატიე.-თავს ხრის.
- კარგი დაივიწყე.- მხარზე ხელს უსვამს ჯონი.
- მართლა არ მინდოდა, გეფიცები.
მაპატიე მეგობარო, გპირდები მსგავსად და დაუფიქრებლად აღარ ვიტყვი რამეს.
- ღმერთო,გეყოს უკვე,შენი ამბავი,რომ ვიცი ეგ სიტყვები ორ წუთში აღარ გემახსოვრება.
თან შენგან პირველი არ არის ეგ.

- კარგი მაშინ.-ჯონი დუმს.
- ისე ხო, ჯონგუკ.
- რა ჯანდაბა გინდა.
- სკოლაში ახალი მოსწავლე,რომ გადმოვიდა იცი?
- და მერე მე რა ვქნა?
სკოლის კიბეებიდან,საკლასო ოთახამდე გამოვეცეკვო თუ?
- მაპატიე, მაგრამ იდიოტი ხარ,თან ყველაზე დიდი ვინც კი მინახავს, მთელი ცხოვრების მანძილზე.- თვალებს ატრიალებს კიმი.
- ხომ იცი,რომ მსგავსი წვრილმანი იდიოტობები არ მაინტერესებს?
- ეს იდიოტობა არ არის, სხვათაშორის.
ახალი მოსწავლე ომეგაა,და მე-11 კლასელია. სკოლიდან არცთუ ისე შორს ცხოვრობს,ისე ბუსანში დაიბადა.
- მისი ბიოგრაფია არ მომითხოვია.-პირს კუმავს ჯონგუკი
- კარგი რა ჯონგუკ. გეყოს ამ ჭაობში ჯდომა უკვე.-წინ უდგება, ხელის გულებს მხრებზე ადებს და ამით აჩერებს.-სულ ასე ვერ იქნები,გეყოფა უკვე. ახალგაზრდა ხარ,მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
არ ღირს მასზე ასე ჩაციკვლა.
- თეჰიონ!- ბრაზდება და იშორებს ხელებს.- საყვარელი ადამიანის დაკარგვა ასე ადვილი გგონია?!
თუ ამას იმიტომ ამბობ,რომ ჯერ მსგავსი არავინ დაგიკარგავს?!
თუ გემოს ვერ იგებემ,ვერც გაიგებ როგორია. შენ კი ამ გემოს გაგებას არ გისურვებ, ახლა კიდევ გამატარე.

- ახალ მოსწავლეს ჯიმინი ჰქვია!-ჯონი ხის ქვეშ, ჩრდილში შეშდება.- პაკ ჯიმინი!

ჯონი შეშლილივით ტრიალდება

- გაიმეორე!

_____________________

დასასვენებლად ვიყავი და ვეღარ ვახერხებდი დამეწერა😪😪

ბოდიშს გიხდით მსგავსი დაგვიანების გამო და მთელი ძალებით შევეცდები ადრე განვაახლო💕

 𝑻𝑾𝑰𝑵𝑺Where stories live. Discover now