თავი VII

3 1 0
                                    

და მაინც სიყვარული თუ მეგობრობა? პასუხი არ არსებობს. საყვარელი ადამიანი და მეგობარი, დროთა განმავლობაში ორივე  ჩვენი  სულის ნაწილი ხდება და ისე შესისხლხორცდება ჩვენში,  რომ ვერც კი შევამჩნევთ როგორ ვიქცევით ერთ მთლიანობად...

საღამო ჟამს,  ეზოში კოცონი დავანთეთ, ვარსკვლავებით გაჭედილი ცა, აგიზგიზებული ალი და მის ირგვლივ განლაგებული ხის დეკორატიული მორები, მხიარული მეგობრები, გიტარა სიმღერა და საშიში ისტორიები, ტრადიციად ქცეული საშიში ისტორიები, ბედნიერი სახეები და მხიარულება.  არის რაღაც განსხვავებულად ლამაზი ასეთი ტიპის შეკრებებში.
ჩვეულებისამებრ ლუკასი და ლილიანი გვერდი-გვერდ იჯდნენ და კიოს უსმენდნენ. ლაქლაქი დასრულების შემდეგ ამუკანასკნელმა გიტარა აიღო და სიმღერა დაიწყო, საზიზღარი სიმღერა, ამაზრზენი ტექსტითა და წრიპინა ხმით .

- არააააააა- განწირული ხმით შევძახეთ ჩვენს ერთობ ნიჭიერ მეგობარს
და ყველამ ერთად გადავიხარხარეთ. ვიცინოდით,  ვყვებოდით ისტორიებს ღრმა ბავშვობიდან
-ლილი, ვიცი წინააღმდეგი იქნები, მაგრამ რაღაც უნდა მოვყვე.
ლილი ელენას სიტყვებზე უეცრად დაიბნა,წამის მეასედში გონებაში ამოატრიალა უამრავი ისტორია, შიშმა და უხერხულობის შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული, თუმცა შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა. თვალები ფართოდ გააღო და გამაფრთხილებელი მზერა მიაპყრო ჩვენს მეგობარს
-აუ არააააა რა გთხოვ
-კარგი რა, მიდი მოყევი, ლილიან რაგჭირს .
-კი მაგრამ...
ყოველთვის ერთი და იმავე ისტორიას ყვებოდა ელენე, დარწმუნებული ვიყავი ამჯერადაც იგივე განმეორდებოდა და ყურადღება დიდად არ მიმიქცევია მისი მონათხრობისთვის, იმან რაც ამის შემდეგ  მოხდა ყველას თავზარი დაგვცა.

ისტორიის მოყოლა მთხრობელს ლუკასის უეცარმა წამოძახილმა გააწყვეტინა:
-მომბეზრდა ამ სისულელის მოსმენა.
-ეს სისულელე ჩვენი ცხოვრებაააა, თუ წუხდები შეგიძლია წახვიდე და გართობაში ხელი არ შეგვიშალო.-განაწყენებულმა დავუყვირე, შემდეგ კი ოდნავ ვინანე ჩემი მიმართვის ტონი, მაგრამ ღირსი ნამდვილად იყო.
-ამას ცხოვრებას ეძახით? საცოდაობაა
ყველანი დავდუმდით, ლილის გავხედე, მისი თვალები დიდი იმედგაცრუებით იყო სავსე, ეს ალბათ ლუკასმაც შენიშნა და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-ბოდიში, ზედმეტი მომივიდა.
ლილი კი გაიქცა, უკანმოუხედავად გაიქცა, არცერთი ჩვენგანი გაჰკიდებია, არცერთი გარდა ლუკასისა, მე თუ მკითხავთ ამის მიზეზი არა ჩემს მეგობარზე ზრუნვა არამედ სინანულის გრძნობა იყო.
ლილიანს არასდროს უსაუბრია ჩემთან იმის შესახებ თუ რა მოხდა ამის შემდეგ, როდესაც ამ თემას ვეხებოდი იგი ბანზემიგდებდა შეკითხვას და თავს არიდებდა პასუხის გაცემას, ერთი კი რაც იმ საღამოს ოთახში მობრუნებულმა თქვა იყო:
-მისდამი ჩემი დამოკიდებულება სერიოზული ხდება, მე კი არ მინდა რომ ასე მოხდეს, ის არ იმსახურებს ამას, მაგრამ ვერაფერს ვცვლი.
-მაგრამ ლილი არ...
-არ მინდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება.-პირზე საჩვენებელი თითი მომადო და სააბაზანოში შევიდა.

....

თინეიჯერების ყველაზე ამაზრზენი ჩვევა, ყველაზე ამაზრზენი და აუტანელი. მეგობრის დაცინვა სხვა მეგობრების თვალწინ იმ აზრით რომ ისინი გაიცინებენ, თვითონ კი მათ თვალში ამაღლდებიან. და ის უხერხულობა, რომელშიც გამასხარავებული ვარდება. სიმწრის სიცილი და ზიზღი,  იმ მომენტში ეზიზღება ყველა მის ირგვლივ, ის "მეგობრები" რომლებიც ყურებამდე დაღებული პირით იცინიან და თითს იშვერენ მისკენ, მეგობარი რომელმაც შეარცხვინა ამდენი ბავშვის წინ მხოლოდ იმ მიზეით რომ სხვებს გაეცინათ. ო როგორ უნდება ხოლმე ამ სიტუაციაში ჩავარდნილს იტიროს, მწარედ იტიროს, მაგრამ აცნობიერებს რომ ეს უარესი იქნრბა და თვალებზე მომდგარ ცრემლს სხვებისგან მალულად იწმინდავს... სწორედ ასეთ დღეში იყო ლილიანი ახლა. ვიღაც უცნობმა მის ცხოვრებას საცოდაობა უწოდა, დასცინა და მასხრად აიგდო.  წამიერად გაიფიქრა, რომ შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო რომ ლუკასი არასდროს ჩამოსულიყო და დარწმუნებული ვარ კიდევ რომ უკეთესი იქნებოდა  არასდროს გაეცნო, ჩემს მეგობარს ოცნებად ჰქცეოდა წლევანდელი დაბადების დღე გამქრალიყო, და ისევ ის ლილიანი ყოფილიყო, ისევ ის ლილიანი, რომელიც თავის დაბადების დღემდე იყო... მისი ეს მდგომარეობა კი ჩემი ბრალი იყო და ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.
 

lunisolanceWhere stories live. Discover now