განმსჯელი

26 3 0
                                    

-მისმინე, შენ მარცხნივ წადი, მე მარჯვნივ წავალ, პირდაპირ გასასვლელთან აღმოვჩნდებით. ხომ მენდობი? - ლუკასი მას თვალებში უყურებდა, თითქოს ამ პლანეტაზე ერთადერთი ჭეშმარიტი ადამიანი. ყოფილიყო, ვერ ხვდებოდა რატომ ენდო ძებნილი ადამიანი მას, მაგრამ ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა და დამჯერი ცუგასავით დაუქნია თავი. მთელი ძალით, ერთი მარჯვენა მხარეს გაუყვა, მეორე _ მეორეს. ერთადერთი რაც ლუკასს აღელვებდა, უნდოდა, რომ გასასვლელთან ანა ცოცხალი და უვნებელი დამხვდარიყო, ანასაც, თავის მხრივ, იგივე სურვილი ჰქონდა. რაინდი დაიბნა, არ იცოდა რომელს გაჰყოლოდა, მათი ჩანაფიქრი გვიან გაიაზრა, როცა ეს მოხდა ქუსლი შემოარტყა გაძვალტყავებულ ცხენს და მთელი სისწრაფით მათკენ გააჭენა. ყინულში ჩაფლული ნანგრევებიდან, სირბილისას მაინც შესამჩნევი ხდებოდა რაინდის გამწარებული მზერა. მისი მდიდრული, შემოხეული მწვანე ტანისამოსი ზურმუხტის ქვებით იყო მორთული და პარალელურად, კაცს ამ თვლების ხელში ჩაგდებაც გაამდიდრებდა, თუმცა ჭკვიანური საქციელი ნამდვილად არ იქნებოდა. მიუხედავად დაგვიანებისა, რაინდი არც თუ ისე ჩამორჩენოდა მათ, ლუკასი დაიღალა, მაგრამ ორმოციოდე მეტრში ანას მზერა შენიშნა, თითქოს ამ ერთ წამიანმა თვალის კონტაქთმა ანიშნა, არ დანებებულიყო. ფაქტობრივად ვეღარ სუნთქავდა, მაგრამ შიში და  არ დანებების წყურვილი მას ძალას აძლევდა. რაინდი პირაპირი გზით მისდევდა მათ, რაც არ უნდა შეჩეხებოდა, სახლიც რომ ყოფილიყო, ცხენი ყველაფერს თელდა, ანგრევდა შეუფერხებლად. ლუკასს უკვე აზროვნებაც აღარ შეეძლო, როცა ბოლო რამდენიმე ნაბიჯი-ღა იყო დარჩენილი, ანა უკვე ადგილზე იყო. რაინდი მოულოდნელად მის ზურგს უკან გაჩნდა, სუნთქვა შეეკრა, რაც კი შეეძლო, მთელი ენერგია მოიკრიბა და დიდი ხტომით გასასვლელში შეხტა, სადაც ორ მეტრიანი რაინდი თავისი ცხენით ვერ შეეტეოდა. რაინდი კედელს ისე შეენარცხა, მიწა აზანზარდა, იმედგაცრუება მხოლოდ ცხენმა გადმოსცა ფრუტუნით და აგრესიული ქშენით. მიწაზე გაწოლილი ლუკასი ძლივს სუნთქავდა, გონზე ძლივს მოსულიყო.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now