მიკელი

32 1 33
                                    

"მე ვხედავ ცას... ცას, რომელზეც ჩანს თავისუფლება... ცას, რომლის სისხლით მოსვრაც ადამიანებს არ შეუძლიათ... მე ვგრძნობ სულს, არსსა და ტკივილს, ტკივილს მომავლიდან, ბევრად დიდს და უშველებელს... ყველაფერს რეალურად, ყველაფერს ცალსახად... შემდეგ წვება ნისლი და ნისლში მოდის წითელქუდიანი ჩონჩხი, რომელიც ბოროტებით ნათობს და მოაქვს ბოროტება. მე არ მსურს მას ვხედავდე, მაგრამ ის მე მხედავს... უცნობი ძალით სურს ჩავიხედო მის თვალებში და ამოვიცნო იგი... მე ვარიდებ თვალს, ვარიდებ, რადგან მეშინია რეალობის... თვალებს ვხუჭავ და..."

-გამეშვი! - იყვირა ბოლო ხმაზე მწარე სიზმრიდან გამოფხიზლებულმა და წამომხტარმა ლუკასმა... ანა მეორე ოთახიდან დაუკაკუნებლად შემოვარდა... მივარდა და დააკვირდა. ბიჭი მთლიანად ცახცახებდა, გაოფლილი, სწრაფი სუნთქვა კარგზე არ მეტყველებდა. ანამ დაამშვიდა, თავი ბალიშზე დაადებინა და შუბლზე ორი თითი დაადო. თავისი ძალის წყალობით მისგან შიში განდევნა და ბოლომდე დააწყნარა. როდესაც ბიჭი ბოლომდე გამოფხიზლდა, შერცხვა, რადგან წელსზევით შიშველი იყო და საბანი გადაიფარა.

-ახლა კარგად ხარ?...
-კი, მგონი...
-კოშმარი ნახე, არა?
-კი, თანაც როგორი...
-რა ნახე?... - ანამ შეატყო, ლუკასი ცდილობდა პასუხი არ გაეცა, - კარგი აღარ ჩაგეძიები. - თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა ხუთიოდე წამით, შემდეგ ადგა და ოთახიდან გავიდა. ლუკასი კიდევ ჩაფიქრდა, შემდეგ საბოლოოდ ამოისუნთქა და ისევ დასაძინებლად გადატრიალდა. მეორე დღის საღამოს ლუკასი ქალაქში წასვლას აპირებდა, რადგან მარაგი უმთავრდებოდათ, ანამ კი ნადირობით სცადა საკვების მოპოვება. ორივე თავ-თავიანთ გზას დაადგა. ლუკასი სულ უკან იხედებოდა (ანას უყურებდა), სანამ იგი თვალთახედვის არეალიდან არ გაქრა. თავად კი მთისძირისთვის უნდა შემოევლო, ორი ტყე უნდა გაევლო და ბოლოს მიადგებოდა საჰაერო ბუშტს, რომლის წყალობითაც ქალაქში მოხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად წავიდა. გზად მორგანი ნახა, რომელიც ვიღაც ბიჭს სიკვდილით ემუქრებოდა. ლუკასი დაიბნა, არ იცოდა რა ექნა, არც ის იცოდა, გეონილი ახლდა თუ არა მას. მაგრამ ამ უსამართლო სურათმა იგი აიძულა რაიმე მოემოქმედა. გამბედაობა მოიკრიბა, აიღო ქვა და მორგანს პირდაპირ თავში ესროლა. მორგანმა ბიჭს ხელი უხეშად გაუშვა და მიწაზე მტვერში გაასრიალა, თვითონ კი გონებადაკარგული გვერდულად დაეცა მიწაზე. ლუკასი მივარდა ბიჭთან, ხელი გაუწოდა.

-დროზე, წამოდი!

ბიჭს ფიქრის დრო არ ჰქონდა, ამიტომ ხელი ჩაჰკიდა და წამოდგა. შემდეგ კი იაფასიანი შავი ნაჭრის ტანსაცმელი დაიბერტყა, ლუკასს, მისგან განსხვავებით უკვე მდიდრულადაც ეცვა. მან გადაიფიქრა ყველაფერი სხვა, რის გაკეთებასაც აპირებდა და უცნობი სახლში წაიყვანა. სკამზე დასვა და მორგანის მიერ მიყენებული დაჟეჟილობების დამუშავება დაიწყო იმის მიხედვით, რაც ანამ ასწავლა.

-რა გქვია?
-მიკელი...
-რა კარგი სახელია.
-გმადლობ.

მიკელი ოდნავ უჟმური ჩანდა და ცივი გამოხედვა ქონდა. ლამაზი, შავი თვალები, შავი, კისერამდე დაშვებული სწორი თმა, ზედმეტად თეთრი და ოდნავ ფერწასული სახე. ლუკასმა ისიც შეამჩნია, რომ წაქცევისას მკლავი გადაეტყავა. ამასობაში ანა დაბრუნდა საკმაოდ კოპებშეკრული გაოცებით.

-აქ რა ხდება, ვინ არის ეს?
-მიკელი, გზაზე ვნახე, მორგანი ცემდა.
-აა... ჩვენთან ვტოვებთ?
-ამ... არ ვიცი, - შემდეგ ისევ მიშელს შეხედა და კითხა - დარჩები ჩვენთან?
-თუ ნებას დამრთავთ, ცოტა ხნით, დიახ.
-რა თქმა უნდა დაგრთავთ, ბოლოს და ბოლოს საერთო მტერი გვყოლია, ერთობა არ გვაწყენდა, - უთხრა ანამ, ლუკასმაც თანხმობის ნიშნად გაურიმა. ბოლოს, თვითონაც ცალყბად გაეღიმა, ისე, თითქოს არც შეეძლო გაღიმება.
-მადლობა ორივეს...
-მზად ხარ გეონილის წინააღმდეგ გავერთიანდეთ?
-კი, რა თქმა უნდა, მზად ვარ...

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now