სტუმარი

9 1 25
                                    

მეორე დილას, როდესაც ანას და მიკელს ჯერ კიდევ ეძინათ, ლუკასი ადრე გავიდა სახლიდან და თავად ნადირობა გადაწყვიტა. თუმცა მშვილდ-ისრის ხმარება ჯერ კიდევ საერთოდ არ იცოდა, ამიტომ უბრალოდ ადგა და გადაწყვიტა, თან ის ყინულოვანი ძალის ხმალი წაეღო. ის იმ გზას დაადგა, რომლითაც ანა გუშინ წავიდა, მაგრამ რატომ ისურვა ასე? ვითომ თვითონაც იღბლიანი ნადირობა ექნებოდა, თანაც ხმლით? ამაზე პასუხი თვითონაც არ იცოდა. შუა გზაზე იყო, როდესაც ბუჩქებში რაღაცის ხმა გაიგო, უცბად აღელვდა, ბუჩქი კიდევ მოძრაობდა. უკვე ფიქრობდა, რომ რაღაც მტაცებლის მსხვერპლი გახდებოდა. ბუჩქიდან არსება გამოხტა, ლუკასმა იყვირა, მიწაზე წაიქცა და ფოფხვით უკან გაიწია, ხელი თვალებზე აიფარა, მაგრამ არაფერი მომხდარა. წამოდგა და რას ხედავს - ამდენი ხანი კურდღელი აშინებდა! ისეთი საყვარელი იყო... არც კი იცოდა როგორ შეიძლებოდა მსგავსი არსების მოკვლა, ამიტომ ნადირობაზე უკვე ხელი ჰქონდა აღებული. კურდღელი აიყვანა, თავზე ხელი გადაუსვა, ყურებზე მოეთათუნა და თავის გზაზე გაუშვა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაიგო ბუჩქების ხმა. გზიდან მარჯვნივ არსებულ ტყის პატარა აღმართს შეხედა. ბუჩქში რაღაც კიდევ ერთხელ შეირხა, ლუკასს ისევ კურდღელი ეგონა, გაიღიმა და გაიწია ბუჩქისკენ, მაგრამ... ისარი ბუჩქიდან წუილით გამოვარდა და პირდაპირ ლუკასის ფეხსაცმლის წინა კიდურში ჩაერჭო.

-ერთი ნაბიჯით მეტითაც არ მომიახლოვდე. - უპასუხა უცნობმა მონადირემ. მისი ქუდიანი, ტყავის ყავისფერი, ოდნავ გაცვეთილი და თხელი ქურთუკი ჯერ კიდევ სველი იყო, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ გუშინდელი წვიმის შემდეგ სახლში არ ყოფილა. თავადაც ახალგაზრდა, ლუკასზე ოდნავ დიდი ჩანდა, სიმაღლით დაბალი და საშუალოდ ძლიერი აღნაგობის მქონე ტანი ჰქონდა, სახის ნაკვთები ოდნავ დაშვებული, მოყავისფრო-მომწვანო თვალები და მომრგვალო სახე. ხელთ სასროლად გამზადებული რკინის არბალეტი ეჭირა, ზუსტად ისეთი, როგორიც ფორტენის კლანის ჯარისკაცებს, ლუკამ კი ეს ყველაფერი გაიაზრა და მიხვდა, რომ თვითონაც ფორტენიდან იყო.

-ჰეი, დამშვიდდი, მე აქ არ ვარ იმისთვის რომ რამე დაგიშავო, უბრალოდ ვსეირნობ. - უთხრა ლუკასმა ოდნავ აღელვებული და თითქმის შეუმჩნეველი ღიმილით, შემდეგ კი ხმალი მიწაზე ფრთხილად დადო და ცარიელი ხელები აჩვენა.

-შენ ვერც ვერაფერს დამიშავებ, ბიჭო.

-როგორც იტყვი...

მერე არბალეტი დაუშვა, წელში გასწორდა და სერიოზული სახე ახლა მომღიმრად ექცა.

-ნუ ასე. შეიძლება ითქვას რომ ცოტა შეგაშინე ჩემი სერიოზულობით. ისიც ვიცი, ვინ ხარ მაგრამ შენს დაკავებას არ ვაპირებ.

-ფორტენიდან ხარ, არა?

-კი, თუმცა ოდნავ გამოყოფილი ვარ. ასე ვთქვათ, მორჩილი და ერთგული ჯარისკაცი არ ვარ, არამედ უბრალო მაცხოვრებელი. აქ რამ მოგიყვანა?

-არ ვიცი, ვსეირნობდი და... - წარბები შუბლზე აუვიდა და თვალები დაჭყიტა, მიხვდა რომ ამასობაში დაკარგულიყო.
-დავიკარგე...
-გასაგებია, ვფიქრობ ვერ დაგეხმარები... მაგრამ შემიძლია დაგათვალიერებინო აქაურობა. - თქვა და ხელები ოდნავ მაღლა აღმართვით გაშალა.
-კარგი... - გაურკვეველი, ოდნავ დამრეცი თვალის ახედ-ჩახედვით შეხედა.
რას აკეთებს... რა პოზაშია... -გაიფიქრა
-კარგი, წავიდეთ?
ლუკასი დაფიქრდა, გადაწყვიტა უაზროდ ყოფნას ისევ რაიმე გაეგო ამ სამყაროზე, პლანეტაზე თუ რაც იყო - თვითონაც არ იცოდა კარგად.
-უი ხო, შენი სახელი?
-ლუკასი.
-არ აპირებ კითხვაზე მიპასუხო, ლუკას?..
-ვფიქრობ...
-მაშ კარგი, დაგელოდები.
ასე უხერხულად იდგნენ 1 წუთი და ხმას მხოლოდ მონადირის ფეხის ბაკუნი გამოსცემდა.
-კი, წამოვალ.
-მაშინ წავედით...

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now