სამეფო, რომელიც დამარცხდა

9 1 59
                                    

ლუკასს ანას სიტყვების მოსმენის შემდეგ სახეზე ფერი წაუვიდა... გაოცებული დააშტერდა საკმაოდ იმედგაცრუებული გამომეტყველებაც ჰქონდა. ანამ თვალები დახუჭა, ხელები ლუკასისკენ გაიშვირა და ძლივს განაგრძო:

-ვიცი, რომ შევცდი. აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა. რამდენად მოგინდებოდა ისევ დემონის შვილთან ყოფნა.

-მე არც კი ვიცი რა ვქნა... აქამდე რატომ არ მითხარი?... - უთხრა ანას აღელვებული და აკანკალებული ხმით. შემდეგ ღრმად სუნთქვა განაგრძო, თითქოს თვალთ დაუბნელდა. ყველაფერი მოძრაობდა, ლუკასს თავბრუსხვევა დაეწყო. შუბლზე ხელი მოივლო, თვალებს ძლივსღა ახელდა.

-რა... მემართება...

წაიქცა, ზურგით დაეცა.

-ლუ-ლუკას? ლუკას რა გჭირს?!

ანა დაიხარა, დახედა ხელებით მისი თავი ეჭირა.

-როგორ ხარ, რა გემართება?

-ამას მორნენი აკეთებს...

ანამ გაიხედა და აივნიდან სასახლის შიგნით, მეორე მხარეს მორნენი წამომდგარიყო. იატაკს ოდნავ მოწყდა და ჰაერში ბნელეთი მოეხმო. მის გარშემო უამრავი ბნელეთის სული ტრიალებდა.

-მე არ მოგცემთ ბრძანების მოკვლის უფლებას!

-შე ნაბიჭვარო! - ანამ ლუკასის ხმალი აიღო და პირდაპირ მისკენ გაექანა, სულებმა ვერ შეაჩერეს, რამდენიც გადაეღობა იმდენი მოკლა გაუჩერებლად. ყინულმა ამასობაში ხმალი შემოსა. ანა ახტა და მორნენს ხმალი გულში დაარტყა, თავად კი დაბლა დახტა, ხოლო ხმალი ჭრილობაში ჩატოვა. ყინულმა მისი გული მოიცვა, მორნენმა გამაყრუებელი და ნახევრად კრიალა ღრიალი მორთო, შემდეგ გაჩერდა, დაეცა. ბნელეთის შავი ძალები მის გარშემო იკლებდა. ხმალზე ხელი მოიკიდა, მაგრამ ვეღარ აძრობდა, ძალაც აღარ შესწევდა. ცალი ხელით აივნის კარისკენ მიცოცავდა, მისი შავი ნალექი დაბლა ეწვეთებოდა, ანაც ნელი ნაბიჩებით მიჰყვებოდა. კარებთან რომ მივიდა, წვეთვაც შეჩერდა.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now