ფორტენი

9 1 63
                                    

კიდევ დიდხანს აშტერდებოდა ანა საკუთარი მამის უსასრულო სამარეს, ლუკასმა მხარზე ხელი დაადო, თვითონაც გაიზიარა მეგობრის სევდა. ანა გამოფხიზლდა, ცრემლები მოიწმინდა, ლუკასს გაუღიმა. ლუკასიც გაახარა მის სახეზე ასახულმა ღიმილმა. ციხე-სიმაგრე დატოვეს, გოგონა ლუკასს მოუბრუნდა და უთხრა:

-იცი ლუკას, შენ მე ვერ წამომყვები...

-რა? რატომ?

-არ ვიცი, გული მიგრძნობს, რომ ამ საქმეში შენ არ უნდა ჩაგრიო... ეს ჩემი ოჯახის საქმეა... ელიზაბედი ასე მარტივად არ მოკვდებოდა, უნდა ვიპოვო და გონს უნდა მოვაგო, რადგან მას შესწევს ძალა მთლიანი პლანეტა ამოხოცოს...

-სწორედ მაგიტომ, ეს შენი ოჯახის საქმე კი არა, პლანეტის საქმეა. 

-შეიძლება ითქვას, მაგრამ მე არ დავუშვებ შენ რამე დაგემართოს. მასთან ვეღარ დაგიცავ... _ მის თვალებში და ნათქვამშიც შიში იგრძნობოდა, ეტყობოდა, თვითონაც არ იყო მზად დაიკოსთან შესახვედრად.

-კი, მაგრამ ის უფსკრულში ჩავარდა.

-ლუკას... შენ არ იცნობ მას...

-და ხმალი?

-ხმალი... ვშიშობ, თან უნდა წაიღო. მე რომ რამე დამემართოს...

-შენ არაფერი დაგემართება! — გააწყვეტინა მკაცრი და დამაჯერებელი მზერით ლუკასმა.

-ნუ რა მნიშვნელობა აქვს, ხმალი ელიზაბედს ხელთ არ უნდა ჩაუვარდეს. იმედია, გეონილს მოერიდები. უი ხო, მიკელი გასასვლელთან გველოდება, შენ მიხვალ და ერთად დაბრუნდებით, სახლში რომ მიხვალ რამდენიმე დღე გარეთ არ გახვიდეთ, გასაგებია?

-გასაგებია.

-წადი, გთხოვ.

-მაშინ დამპირდი, რომ დაბრუნდები...

-ლუკას...

-დამპირდი!

ანამ თვალები დახუჭა, გაახილა და თქვა:

-გპირდები.

-კარგი, მაშინ წავალ.

-მიდი. _ კიდევ გაუღიმა.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now