უპატიებელი მოგონებები

8 0 0
                                    

ამასობაში ანა სინდელბერს გამცდარიყო ქვესკნელის იმ შესასვლელთან იდგა, რომლის შესახებად მხოლოდ მან, ჰატსემ და ელიზაბედმა იცოდნენ. ეს შესასვლელი გაკეთებული იყო სინდელბერის არმიის შესატყუებლად, რათა ისინი სამუდამოდ ჩაეკეტათ ქვესკნელში. ქვესკნელი და უფსკრული ერთმანეთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ უფსკრულს პირდაპირი კავშირი ჰქონდა შავი ხვრელის კარიბჭესთან. ანუ შავი ხვრელის წყალობით დატოვებდნენ პლანეტას, მაგრამ იქიდან ცოცხლები ვერ დააღწევდნენ. ვინც უფსკრულში ვარდებოდა ჯერ მიწაზე ეცემოდა, ერთი საათის შემდეგ კი შავ ხვრელში ტელეპორტირდებოდა. ეს მოვლენა პლანეტის ანომალიად ითვლებოდა. როგორც ანა ვარაუდობდა, ელიზაბედი არ ჩავარდნილა უფსკრულში, არამედ იგი კლდეს მოეჭიდა და სხვა გზით წავიდა, რაღაცამ გადააფიქრებინა უკან დაბრუნება და მამის ნახვა. დავუბრუნდეთ ისევ ანას. იდგა შესასვლელთან და მას ელოდა.

-იცოდი არა, - წამოიძახა უკანა გზიდან მშვიდად მომავალმა ელიზაბედმა, - აქ რომ ვიყავი.

-ელიზაბედ! გახსოვარ, შენ გაგახსენდა ყველაფერი.

-არც დამვიწყებია.

გახარებული ანა, ფიქრობდა რომ გონებაზე მოსული ელიზაბედი საფრთხეს არ წარმოადგენდა და გადასახვევად მივიდა, მაგრამ ელიზაბედმა ხელი კრა და მიწაზე დააგდო. 

-რომ მახსოვს მაგიტომ არ გაგიკარებ. განა შენ არ იყავი ის ადამიანი, ვინც იმის გამო მიგვატოვა, რომ მამა ცუდად გვექცეოდა და გვცემდა. შენთან არ წამიყვანე, ამას მწარედ გაზღვევინებ, დაიკო.

-მისმინე, ელიზაბედ, ყველაფერს აგიხსნი...

ელიზაბედმა არ მოუსმინა, წითელი სისხლოვანი ცეცხლის ალი მოეკიდა მის კაბას, თვალები ქაოტურ წითლად შეეღება, თვალებიდან სისხლი სდიოდა... მიწას ოდნავ მოსწყდა.

-მოგკლავ თქვა და თავისი იარაღებით პირდაპირ ანას ადგილას უძლიერესი დარტყმა მიაყენა, მაგრამ ანა უკვე წამომდგარი იყო და დარტყმასაც დაუსხლტდა. მიხვდა, რომ დას ასე ვერ დაამშვიდება ამიტომ უბრალოდ დამარცხება სცადა. ელიზაბედს ქაოტური ძალები გააჩნდა, რომლის წყალობითაც შეეძლო მისი დარტყმები ბევრად უფრო ძლიერი ყოფილიყო, ასევე ყავდა ყელსაბამში ჩამწყვდეული რვა სული, რომელსაც როცა მოუნდებოდა გაუშვებდა და დამცველ ან დამხმარე ჯარისკაცებად იყენებდა. ანა დიაგონალურად კლდეს დაეყრდნო და გახტომით ელიზაბედს შეწვდა. როცა მიწაზე დახტნენ ანამ ხმლით ელიზაბედს ორივე დარტყმა დაუბლოკა, ფეხი თავში დაარტყა, წაქცეულ ელიზაბედს ხელი ყელში წაუჭირა და უყვირა:

-გამოფხიზლდი დაო! არ მინდა შენი მოკვლა.

-არ გინდა, თუ არ შეგიძლია... - კბილებში ღიმილით გამოსცრა მან. ანა გაღიზიანდა და ხმლის ტარი ჩასცხო, ელიზაბედს შუბლის ნერვი გაუსკდა.

-ნუ მაცინებ. - თქვა, წიხლი ამოარტყა, გვერდით გადააგორა, და ახლა თავად წაუჭირა ხელები ყელში, თუმცა თავისი დისგან განსხვავებით, მას ანას მოკვლა სურდა. ანა ვეღარ სუნთქავდა, გაწითლდა, ჰაერი აღარ ყოფნიდა. მისი წამები დათვლილი იყო და ეს ფაქტი ქვესკნელის რაინდისა და ხარის გამოჩენამ შეცვალა. ცეცხლოვანი ხარი პირდაპირ ელიზაბედისკენ გაექანა და შორს გადაისროლა. ანამ ამოისუნთქა.

-ისინი მიცავენ?...

მართლაც, არცერთ მათგანს ჰქონია სურვილი ანასთვის ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ არც ყურადღებას აქცევდნენ, თითქოს არ არსებობდა. და ბოლოს გაანალიზა: ქვესკნელის გარეთ ისინი მეფის კონტროლის ქვეშ არ იყვნენ, ესე იგი მეფე ქვესკნელში უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ რატომ დარჩა და მთლიანი არმია რატომ არ გამოიყვანა, ეს სხვა საკითხია.

-ალბათ ქვესკნელმა კი არ სძლია ცენტრალის ჯარს, არამედ უბრალოდ გაიქცნენ. ნუთუ ეს გამოსასვლელი იპოვეს? - გაიფიქრა მან, შემდეგ კი ჰატსეს სიტყვები ჩაესმა, რომელიც იუწყებოდა თუ ვინ იყო გაქცეული ქვესკნელიდან.

-აშკარად აქედან გამოვიდნენ და მეფე უკან გააბრუნეს.

ცეცხლოვან ხარს მეორე დარტყმა უნდოდა ელიზაბედისთვის მიეყენებინა, ისიც მყარად წამოდგა და არც კი გაუფიქრია გაქცევა. ხარმა მისკენ ნელი ნაბიჯით სვლა დაიწყო, ამანაც. შემდეგ ერთმა ააჩქარა, ააჩქარა მეორემაც. ანას თვალები მით უფრო წითლდებოდა, ხარის რქები მით უფრო ცეცხლოვანი ხდებოდა. მათი სიახლოვე და სიჩქარე უკვე ერთიანად პიკს აღწევდა და... შეეჯახნენ. შეეჯახნენ, თუმცა ელიზაბედმა მუშტით გაუპო შუბლი ცხოველს. მისი ცეცხლი სამუდამოდ ჩაქრა... რაინდი  შეშინდა, ამიტომ ანას ხელი დაავლო, ცხენზე შემოისვა და თან წაიყვანა, ისინი მთისკენ წავიდნენ, სადაც ახლო-მახლო ანას და ლუკასის სახლიც იყო.

-ანა... დადგება დრო და შენით მთხოვ - წამებით მომკალიო...

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now