ორთაბრძოლა

7 0 0
                                    

ბრძოლის ველზე, სადაც გეონილი და ჰაცლერგი ერთმანეთის საპირისპიროდ და მოშორებით იდგნენ, ნისლი ჩამოწვა, ნისლი კი გადახოცილ არმიას უფრო შემზარავს ხდიდა. ნელ-ნელა ყველაფერი დაიბურა, აღარაფერი ჩანდა. გეონილი დაიბნა, არ იცოდა ახლა სად იყო ჰაცლერგი ან საიდან შეუტევდა. მზად მაინც იყო, უკანა მხრიდან, გვერდიდან ან ზევიდან აეცილებინა დარტყმა, მაგრამ წინიდან არ მოელოდა, რადგან როგორც წესი, მისნაირ ხალხთან ბრძოლის დროს პირდაპირ დარტყმას არასდროს ანხორციელებდნენ. გეონილის ვარაუდები არ გამართლდა, მამაცი და უძლეველი ჰაცლერგი პირდაპირ დაესხა მას თავს და ვერც კი  მოასწრო გაფიქრება, ისე მოაჭრა მარცხენა ხელი, რომელშიც ხმალი არ ეჭირა. გეონილი გამწარდა, ჰორიზონტალური ყინულოვანი ტალღები წარმოქმნა ჰაცლერგის გასანადგურებლად. იგი თვალწინ ედგა და ეს ყოველი მაინც აიცილა. ხმალი მოუქნია, გეონილს ჯაჭვის აბჯარი გაუჭრა. გეონილმა თავი სახეში ჩასცხო და საკმაოდ ძლიერი დარტყმით, აბჯართან ერთად მკერდის ზედა ნაწილშიც დაჭრა ჰაცლერგი. მას რეაქცია თითქმის არ ჰქონია, უბრალოდ აბჯარი თავისი ძალით შეაერთა ისევ და თვალი თვალში გაუყარა. ერთს ოქროს თვალები, მეორეს კი წითელად თვალის გუგები უნათებდა. ჰაცლერგი ისე სწრაფად და ცხარედ სუნთქავდა, რომ მასში სიბრაზე აშკარად იგრძნობოდა, სიბრაზე იმ გმირი მეომრების, რომლებიც ამ ერთმა არარაობამ შეიწირა და თან წუხილი, რომელიც თითქოს დანაშაულის გრძნობას გამოეწვია. თვალები ოქროს ფერფლით იყო გადაფარული, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ჩანდა მის გამომეტყველებაში.

-ნანობ, არა? - დასცინა გეონილმა, რომელსაც გულიანად ხარხარში ხელს თავისი მძიმე ჭრილობა უშლიდა. - როგორი დასანანია, ისე ჩქარა წამართვი ხელი როგორც მე შენ ათასობით მეომარი.

ჰაცლერგმა სიმწრის ღიმილი გამოხატა.

-როგორ ბედავ, გეონილ... როგორ ბედავ შე არარაობავ!... - აქამდე ჰაცლერგი წყნარი და მომცინარი ადამიანი იყო და ასეთი გამწარებული როცა დაინახა გეონილმა, ოდნავ შეეშინდა. ერთადერთი რაც იყო, მას ძლევამოსილი ხმლის ძალა ამხნევებდა. გეონილი მისკენ ისევ გაემართა და ჰაცლერგმა კი უბრალოდ ხელი აწია მისკენ. ხელის გული უფრო და უფრო ოქროსფერი იყო, თითქოს მისი ძალა თხევადი ოქროს მსგავსი აიროვანი მასა იყო. წარმოქმნა და გეონილისკენ გასტყორცნა ყოველივე. საწყალ გეონილს მთლიან სხეულზე მოედო ოქრო და გაშეშდა, ხმალი გაქვავებული ხელიდან გაუვარდა. ჰაცლერგი ამ ძალის გამოყენებამ დაასუსტა, ენერგია წაართვა, დაეცა. გეონილი იდგა გაშეშებული, თავის გარდა თითქმის მთლიანი სხეული ოქროთი ჰქონდა გადაფარული და ვერაფერს გრძნობდა.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now