ერთადერთი შანსი

12 0 0
                                    

    ლუკასი და მიკელი შუქურისკენ წავიდნენ, ჯეიდი მანტისის ტყის გავლით გეონილის მოსანახულებლად წავიდა. ანა კი იქ ქალაქში დარჩა და ელოდა მოვლენების განვითარებას. თავად სურდა, წასულიყო მიკელთან და ლუკასთან ერთად, მაგრამ ლუკასმა უთხრა - დარჩიო, მას შემდეგ რაც ელიზაბედზე გაიგო...

    მორტენი პლანეტას უახლოვდებოდა, ჰატსე მზად იყო ნებისმიერი დარტყმისთვის, მაგრამ ბიჭები - არ იყვნენ. მიიჩქაროდნენ ბურუსში, შუქურის ასანთებად. ისარი შუქურის ალზე უნდა გავლებულიყო და პლანეტაზე თავდამსხმელს პირდაპირ დაარტყამდა. ლუკასი ფიქრობდა თუ რა მოხდებოდა თუ ყველაფერი ცუდად წავიდოდა, როგორ დაკარგავდა ანას და სხვა ყოველივეს... გზადაგზა მიკელის პესიმისტური ლაპარაკი კი უფრო უღრმავებდა ფიქრებს.

-მიკელ, გაჩუმდი, რამ გაგამწარა! 

-ვნერვიულობ უბრალოდ, არ მეტყობა? - კითხა სახით, რომელზეც არანაირი ემოცია არ ჰქონდა.

-არა... ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ ოჯახი კიდევ ერთხელ დავკარგო, ანა ჩემთვის უკვე ყველაფერია, საუკეთესო მეგზური, როგორც შენ...

-...მადლობა.

-არა, ჩვენ ახლა არ მოვკვდებით, ჰატსე ამას არ დაუშვებს! - აგრძელებდა მიკელის, პირველ რიგში კი საკუთარი თავის გამხნევებას.

შუქურას როცა მიუახლოვდნენ, ცხენი წაიქცა და ორივეც თან წააქცია. მიკელმა ფეხი იტკინა, ლუკასი რბილად დაეცა.

-რა ჯანდაბა ჭირს... - დააყვედრა ცხენს.

-მკვდარია... - თქვა გაკვირვებულმა ლუკასმა, მას შემდეგ რაც გულისცემა შეუმოწმა ცხენს.

-რა?! მორტენის ბრალია ვითომ?

-არ ვიცი და წამოდი.

დანარჩენი მანძილი ფეხით მიირბინა ლუკასმა, მიკელი კოჭლივით მიჰყვებოდა. ჩქარა აირბინეს კიბეებზე და შუქურის თავზე მოხვდნენ. ჩირაღდანი აიღეს და ცეცხლი წაუკიდეს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 29, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now