XLII თავი

35 2 1
                                    



      მარი საავადმყოფოდან ორი დღის შემდეგ გამოწერეს.

      სუსტად იყო... სოფელში უნდოდა წასვლა და დასვენება. მაგრამ ნათიას, დეიდაშვილის, დაბადების დღე იყო და მასთან აუცილებლად უნდა წასულიყო. ნათიამ და მისმა მეუღლემ შვილის ნათლობა და ჯვრისწერაც ამ დღეს გადაიხადეს, მარი ამ დღეს ვერ გამოაკლდებოდა, რადგან ნათიას არ სწყენოდა. სანდროს წაყვანა არ უნდოდა, რადგან იცოდა მის სმას რაც მოჰყვებოდა, მაგრამ ქმრის გარეშეც ვერ მივიდოდა.

    დღე ზუსტად ისე დამთავრდა, როგორც მარი ვარაუდობდა. სანდრომ უგონოდ დათვრა და ელენე დეიდას მაგიდები ამოუტრიალა. ქალი განცვიფრებული შესცქეროდა მის ასეთ საქციელს. სანდროს არც კი გაუთვალისწინებია, რომ მარი ახალი ნაავადმყოფარი იყო და მისი ნერვიულობა არ შეიძლებოდა...

    უკვე გვიანი იყო... გარეთ ძალიან ციოდა... დრო კი-ძალიან ცუდი. სახიფათო იყო იმ დროს გარეთ სიარული. მარის ეშინოდა სანდროსთან ერთად ქუჩაში გასვლა და არ მიჰყვებოდა. იგი ამ ფაქტმა უფრო გააგიჟა და მხეცივით ღმუილი დაიწყო. დიდი "კონცერტის" შემდეგ, მარის სტუმრების შერცხვა და იძულებული გახდა სანდროს სახლში გაჰყოლოდა.

     ტაქსმა ცოლ-ქმარი სახლამდე მიიყვანა. გზაში სანდროს "უფასო წარმოდგენაზე" მძღოლს ჩუმად ეცინებოდა. მარის სიყვარულს უხსნიდა და კოცნას ცდილობდა, გოგონას მისი ბაგეების შეხებაზე ღებინების შეგრძნება ეუფლებოდა და ხელით იშორებდა. მისი წინააღმდეგობა კიდევ უფრო მეტად აგიჟებდა და აღიზიანებდა სანდროს.

     როგორც იქნა მიაღწია ტაქსმა სახლამდე...

     მარი ყურადღებას აღარ აქცევდა მის უაზრო ქცევას. უყურებდა და მის ქცევაზე გული ერეოდა, კაცობაზე პრეტენზიის მქონეს, როგორ შეიძლება ალკოჰოლმა ასე აგამჩატოს და ქალის დასაცინი გაგხადოს. კაცმა კაცობა დაკარგოს, მსუბუქი ყოფაქცევის ხასიათის ქალებივით იქცევა... კაცი-დაქალდა და ქალი-დაკაცდა, არც მთლად ასეთი თანასწორობა გვინატრია. სადღა არიან ნამდვილი მამაკაცები, რომლებიც საყვარელ ქალს ხელის გულზე ატარებდნენ, ძვირფასი ნივთივით უფრთხილდებოდნენ. დრო კი იცვლება, მაგრამ არ უნდა იცვლებოდეს ადამიანური ურთიერთობები. ან ქალები ჩარჩნენ ძველ დროში ან ყოფითმა პრობლემებმა მამაკაცთა ღირსებები დააკნინა?! დაე თქვენ განსაჯეთ...

კაცობრიობის (ტ)კივილიWhere stories live. Discover now