თავი 17. ლომი და კოზირი

1.4K 103 13
                                    

- ხო,თეჰიონ,ჯუნი შენი შვილიცაა, - ქვითინებს ანა,თან ბიჭს ცრემლის მიღმა უყურებს. - გთხოვ,რამე გააკეთე...

- რა? - შოკირებულად წარმოთქვამს ბიჭი,გაურკვევლად უყურებს გოგონას და ასეთი უაეცარი განცხადების გამო იყინება.ის უფსკრულშია,გაურკვევლობაში და ძალა არ შესწევს სიტყვა წარმოთქვას.ტუჩები ცოტაზე იღება,რომ კითხვები დასვას,მაგრამ მხოლოდ ძლივს გასაგონი ისმის : - როგორ?როდის?... - ანას არ შეუძლია პასუხი გასცეს,ქვის გამო,რომელიც ხელს უშლის,და ცრემლების გამო,რომელიც არა და არ ჩერდება.ის უბრალოდ სუნთქვას არეგულირებს,ცდილობს დამშვიდდეს,მაგრამ არ გამოსდის. - მიპასუხე! - უკვე ყვირილზე გადადის კიმი,გოგონას მხრებზე ხელს ჰკიდებს და აქეთ-იქეთ არყევს,თან ისე,რომ ბრაზს ძლივს იკავებს,პასუხის ნიშნად კი ცრემლებს იღებს და არანაირ პასუხს მის შეკითხვებზე.თეჰიონის ნერვები ზღვარზეა,მას ახსნა-განმარტება ესაჭიროება,რაც შეიძლება სწრაფად.მაგრამ ტელეფონის ზარი მთელ ამ დაძაბულ სიჩუმეს არღვევს.ანას მზერა ტელეფონის ეკრანზე ჩამოაქვს და ვერ წყვეტს უპასუხოს თუ არა,ხოლო გაბრაზებული თეჰიონი აუტანელი მელოდიის გამო ვერ ითმენს: - აჰ,ჯანდაბა,აიღე უკვე ყურმილი ან გათიშე ამის დედაც!

- მე ა-არ... - ანა ქვითინებს და თავს აქნევს. - არ ვიცი ვისი ნომერია.

თეჰიონი გოგონას რამდენიმე წამი უყურებს,შემდეგ ღრმად სუნთქავს,ტელეფონს ხელიდან აცლის და ზარზე პასუხობს:

- გისმენთ?

- ასეც ვიფიქრე,რომ შენი დაქალი იმ წამსვე შენთან გამოიქცეოდა, - ტელეფონში კაცის ხმა გაისმა,რომელიც თეჰიოს ნაცნობად მიჩვენა.

- ბავშვი სადაა? - კბილებში ცრცის ბიჭი.

- მას მაშინ წაიყვან,როდესაც მიტოვებულ სარდაფში შენი კომპანიის აქციებს მომიტან, - იღიმის ის. - იცი,ეს სადაც არის.ერთ საათში გელოდები.

- ნაძირალავ, - ილანძრება თეჰიონი,იმის გაცნიბიერების შემდეგ ვის ელაპარაკა, - რა საზიზღარი ხარ,სუმან.

We Don't Say Goodbye | K.THWhere stories live. Discover now