თავი 47

1.9K 235 121
                                    

ჯიმინმა თვითონაც არ იცოდა თუ სად მიდიოდა. მას ტოკიოში დაბრუნება უნდოდა. იმდენად იყო დაცვაზე დამოკიდებული, რომ არც კი იცოდა კონკრეტულ ადგილზე როგორ მისულიყო  და თავი როგორ დაეღწია აქედან. ნავიგაციის ჩართვა თავში არც კი მოსვლია. მას ეხლა საერთოდ არაფერზე ფიქრი არ შეეძლო.

არ  იცოდა რა გაეკეთებინა. უფრო სწორედ, მან იცოდა  საერთოდ რა გაეკეთებინა, უბრალოდ არ იცოდა, თუ  რა გაეკეთებინა ეხლა.

აბრაზე გაიელვა წარწერამ <სანტ-ლო>. მგონი მის მხარეს უნდა წასულიყო.

არ შეეძლო ფოტოზე ფიქრი შეეწყვიტა, თარიღზე, რომელი მას ეწერა. თარიღი ფოტოაპარატმა დაასვა, ის კი შეიძლებოდა არასწორი ყოფილიყო. თუმცა ეჭვი ეპარებოდა, რომ ვიღაც  არასწორი თარიღის შეჩეჩებას გაბედავდა ჯონგუკისთვის. და ფოტოც ამტკიცებდა სწორ თარიღს: ჯიმინი ამ ქურთუკს ძალიან ცოტახანს ატარებდა და სწორედ იმ ზამთარს.

ჯონგუკმა თავად აღიარა, რომ უთვალთვალებდა ჯერ კიდევ მათ შეხვედრამდე, მარტის დასაწყისში. არამზადამ მოატყუა. მას ფოტო ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში იყო გადაღებული. და თუ მას უთვალთვალებდნენ ჯონგუკის განკარგულებით, შეუძლებელი იყო არ ცოდნოდათ იანვარში მომხდარის შესახებ. მან იცოდა გატაცებაზე, არ შეიძლებოდა რომ არ ცოდნოდა! და ის არ იყო იმ ადამიანთა სიაში, რომელიც ნებას მისცემდა ვიღაცას ჩამდგარიყო მასსა და სამიზნეს შორის.

ჯიმინს ათობით სხვა ახსნა შეეძლო მოეფიქრებინა იმაზე, თუ რა მოხდა, მაგრამ მხოლოდ ერთი იყო მართებული, ყველაზე მარტივი... და ყველაზე საშინელი. ეს ყველაფერი ჯონგუკის დაგეგმილი იყო. როდესაც მან პირდაპირ ჰკითხა ჯონგუკს, მან არაფერი უპასუხა, მაგრამ თვალებში გაიელვა პასუხმა. 

ეს იმ ადამიანმა, რომელიც უყვარდა, რომელთან ერთადაც სამი წელი იცხოვრა, დაგეგმა მოტაცება. ეს ჯონგუკის ბრძანებით ყავდათ კამერაში ერთი თვე, აყენებდნენ  ყოველდღიურ დამცირებებს, და შემდეგ...

Separate us, death! [ JIKOOK  ] 🔞 (სრულად)Where stories live. Discover now