ოცდამეერთე თავი

3.2K 148 27
                                    

   მზის ნათელი სხივი ჩემს პრიალა კანს ნაზად ეხება და ძილის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს. თვალებს ვიფშვნეტ და საწოლიდან ვდგები. სააბაზანოში შევდივარ, კბილებს ვიხეხავ, წყალს ვივლებ. შემდეგ კი ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ. შავ მოტკეცილ შარვალს და წითელ ტოპს ვიცვამ. ფეხზე კი თეთრ კეტებსა და ამავე ფერის ნასკებს, რომელსაც შავი, დიდი ასოებით აწერია "seen". ოჯახს ვემშვიდობები და სკოლისკენ ვიწყებ სვლას.
   დრო საკმარისზე მეტი მაქვს. პირველად მოხდა, რომ ლიზის გამოვასწარი. ნელი ნაბიჯით, ფიქრებში გართული მივუყვები ქუჩებს.
   გუშინ საოცარი დღე იყო. ძლივს შერიგდნენ ქეთო და გიორგი. ჩემთვის უსაყვარლესი წყვილი. ნიკამ და ანდრიამაც მოაგვარეს პრობლემა. ბოლოს მხოლოდ გიორგის ჰქონდა პრეტენზიები ანდრიას მიმართ, თუმცა შემდეგ ეჭვიანობა გვერდზე გადადო და ბიჭს თავადაც დაუმეგობრდა. ევა კი ალბათ ისევ ლანძღავს პირველი კოცნის მოპარვისთვის.
- მარი. - ფიქრებში გართული ჩემს დას ვერ ვამჩმნევ და მის ხმაზე ოდნავ ვხტები. ლიზის სახეზე აშკარად ჩანს, რომ კიდევ რაღაც სისულელი მოიფიქრა.
- რა იყო ლიზი? - ვეკითხები კატეგორიული ხმით და ოდნავ ვიღიმი, პირველი "მსხვერპლი" მე, რომ არ გავხდე.
- აშკარად რაღაცას აპირებ, თუმცა ჯერ ვერ ვხვდები რას. - სიჩუმეს ისევ მე ვარღვევ და გზას ერთად ვაგრძელებთ.
- მალე მიხვდები დაიკო. - ეშმაკურად იღიმის და გზას აგრძელებს. ახლა რაღა მოიფიქრა? მალე ვნახავთ...
რამდენიმე წუთში ჩვენს ახლომახლო ლიზის კლასელს ვხედავ. ჩემი დაიკო ბოლო ხმაზე უწივის მოდიო. ლამის ყურის ბარაბნები შეიწირა. ხელს სმენის ერთადერთი საშუალებისკენ (ყურისკენ) ვაპარებ და ნაზად ვისვამ ვეზელ. დაყრუება ჩემი დის ახალი ოინია?
- როგორ ხართ? - გოგო ორივეს გვესალმება და ჩვენც ანალოგიურად. ახლა იმაზე ნელა მივდივართ სკოლისკენ ვიდრე კუ ივლიდა.
- ხო მართლა ლიზი, შენი ნომერი ჩამაწერინე რა... - ამბობს ჩემი დის კლასელი თიკა და ტელეფონს ხელში იმარჯვებს. ინტერესიანი სახით დაჰყურებს ეკრანს. უკვე მზადაა ციფრების ჩასაწერად.
- რა დროს ნომრებია. შე ნაგავო, დამპალო, სულელო, დებილო, უზრდელო... - ლანძღვის საერთაშორისო დღეა და არ ვიცოდი? თიკა გაოგნებული უყურებს ჩემს დამს, რომელიც სიცილით კვდება. მეც მეცინება და მოვლენების განვითარებას ველოდები.
- მეც მიყვარხარ! - თიკას სიტყვებზე ყველა ერთად ვიწყებთ სიცილს.
რა მაგრად აკლია ჩემს დაიკოს. ჯერ ახლა დაიწყო, წარმომიდგენია დღეს რამდენს გამოლანძღავს. დიდი სიამოვნებით ვუყურებ ლიზის ყველა ლანძღვას.
   რამდენიმე წუთში ლიზის ახალ კლასელს, ლუკას ვხედავ. ჩვენგან რამდენიმე მეტრით შორსაა და სკოლისკენ მიდის. ლიზი შორიდან ეძახის ახალ მსხვერპლს, თუმცა ხმას ვერანაირად აწვდის.
- ლუკა, ლუკა, ლუკა... შე დამპალო, გარეწარო, ნაგავო, იდიოტო, შტერო. - იმხელა ხმაზე ყვირის ჩემი დაიკო, რომ ბიჭი მაშინვე ჩვენსკენ იხედება და გაოცებული სახით უყურებს ლიზის. ბოლოს იცინის და ჩვენსკენ მოდის. მეც ლამისაა მოვკვდე სიცილით. უკვე ლოყები და მუცელი ამტკივდა.
- ანუ ყველა ვლანძღე და ახლა შენი ჯერი იყო. - ლუკას მოახლოებისთანავე ლიზი ჩვეულებრივი ტონით უხსნის მომხდარის მიზეზს.
- ააა.. ბაზარი არაა. - პასუხობს ლუკა "ძველ ბიჭური" ტონით და გოგოებს გვესალმება. ახლა ოთხი ვაგრძელებთ გზას და რომ არა ლიზის წამოსროლილი სიტყვები ასეც გაგრძელდებოდა.
- ჩევენ გვეჩქარება, სწრაფად უნდა წავიდეთ. თქვენ კი ერთად მოდით. - ხელს მავლებს და სწრაფად "მიმაქანებს" სკოლისკენ. ბავშვებს კი შორიდან უყვირის ამ სიტყვებს.
- მარტო რატომ დავტოვეთ? - ვეკითხები ლიზის, რადგანაც ასე მოულოდნელად არ წამომათრევდა. თან წარბების ათამაშებას ვიწყებ.
- ჩემი აზრით კარგი წყვილია და იმიტომ. - მიხსნის ისე, რომ არც მიყურებს და გარემოს ათვალიერებს. ჰაჰ, ალბათ შემდეგ მსხვერპლს ეძებს.
   ახლა ვასკვნი, რომ ჩემი გიჟი და ძალიან მიყვარს. მასთან ერთად თუ ხარ ვერანაირად მოიწყენ.
   როგორც იქნა სკოლამდე მივაღწიეთ. ლიზი კარს აღებს და რიგ-რიგობით შევდივართ შიგნით.
მაშინვე ანის გაბრაზებულ მზერას ვაწყდები, რომელიც გიგისკენაა მიმართული. ბიჭი ვიღაც გოგოს ღიმილიანი სახით ესაუბრება. რაზეც ანი აშკარად ეჭვიანობს.
- ვაიმეეე... ეს გოგო ოჯახს გინგრევს. - ეუბნება ლიზი ანის და მსუბუქად არტყამს თავის მხარს ანისაზე. თან გიგის და მასთან მდგომ გოგოს სევდიანი სახით შესცქერის. თუმცა ტუჩის კუთხეში ღიმილი მაინც ეპარება. დარწმუნებული ვარ მსახიობობიაში ბევრს მიაღწევს.
- შენ არ ინერვიულო ერთად ვასწავლოთ ჭკუა. მათთან ჩხუბში მე დაგეხმარები! - საუბარს ისევ ჩემი და აგრძელებს. თავს ძლივს ვიკავებ სიცილისგან. არ მინდა ანის რაიმე ვაწყენინო.
- ვაი შე საცოდაო. - პასუხობს გაბრაზებული ანი და თვალებს უბრიალებს. მას ასეთი ხუმრობები საშინლად არ მოსწონს.
- მადლობა, მაგრამ ბრაზს ჩემზე ნუ ანთხევ. მიდი გიგის და იმ გოგოს ეჩხუბე. მე რა შუაში ვარ? გეხმარები-თქო და შენ მე მეჩხუბები? შე ნაგავო, შტერო, დებილო, უნამუსო, უზრდელო... - ამბობს ლიზი სერიოზული სახით. ანი ლამისაა ბრაზისგან აფეთქდეს. ლიზის მხარს ამოფარებული ვიწყებ სიცილს. ანიმ რომ არ შემამჩნიოს. არ მინდა დედაჩემს ორივე შვილი ერთ დღეს მოუკვდეს!

თავდავიწყებით შემიყვარდი (დასრულებული)Where stories live. Discover now