your eyes tell

52 7 3
                                    

ყავისფერთმიანი ტაძრის ნანგრევებზე დგას. ბალახშემხმარ მიწას უყურებს და იღიმის. ღიმილი რატომღაც მტკივნეული აქვს, ტუჩის ბოლოები თითქოს ძალდატანებით იწევა, თავად ჯიმინს კი ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ნემსებს ურჭობენ.

ნანგრევებიდან ფრთხილად ჩადის და სახლის გზას უყვება. თავჩახრილი მიაბიჯებს ატალახებულ ბილიკზე. წყნარ მელოდიას ღიღინებს და კენჭებს ფეხით აგორებს.

სოფელში შესასვლელ გზას უდგას. შორიდან ხედავს დიდ ქვის გალავანს. უკმაყოფილო ბურდღუნებს და გზას აგრძელებს.

გორაკზე ასულს საკუთარი სახელი ესმის.

"ჯიმინ!" უკან იხედება და ხმის პატრონის დანახვისას ნაბიჯებს უჩქარებს.

"დამელოდე." ჯიმინი ტემპს არ აგდებს.

"გთხოვ..." ბიჭს ქოშინი ესმის, ნაბიჯებს აჩერებს და ტრიალდება.

"რა გინდა?"

"შენი ღიმილი."

"სისულელებისთვის არ მცალია."

"არ მიყურებ, მაგრამ ოდესმე მზერას გამისწორებ. შენი ლამაზი თვალები მეტყვიან ყველაფერს. შენს ფერად სამყაროს დავინახავ ორ ბრჭყვიალა ხვრელში." ჯიმინი მოიხიბლა მისი სიტყვებით.

"გთხოვ, ამ გაურკვევლობაში ნუ მტოვებ. შენ ისე უცებ გაცივდი და ჩამომშორდი რომ ვერაფრის გააზრება მოვასწარი." იუნგი ცდილობს ჯიმინს თვალებში ჩახედოს და ახერხებს კიდეც. მასში სინანულს ხედავს. ბიჭი მზერას არიდებს და თავს ატრიალებს.

"ყველაფერი სხვაგვარად უნდა ყოფილიყო, ასე არ შეიძლება. ასე არ შეიძლება..." ყავისფერთმიანს საუბარი ჩურჩულში გადასდის. ნაბიჯებს აჩქარებს და გარბის. იცის, მინ იუნგი ვერ დაეწევა, რადგან მას ჯიმინის თვალების ნათება არ უნახავს.

სახლში აქოშინებული შერბის და კარებს კეტავს. ქურთუკს იხდის და ძირს აგდებს. მაცივრიდან ცივ წყალს იღებს და სახეზე ისხამს. გაყინულ წვეთებს თბილი ცრემლები ერევა. აქვითინებული, სველი ტანსაცმლით იატაკზე იკეცება და ხმამაღალ ტირილს იწყებს. მისი ფანჯრიდან მომზირალი ბიჭი კი ერთადერთ სიყარულს უყურებს და ცრემლად იღვრება.

Your eyes tell || Yoonmin ✔Where stories live. Discover now