„ეს არ არის მოთხრობა გადარჩენილებზე - ეს არის მათზე, ვინც ცეცხლში დარჩნენ."
დიეგო - ყოფილი ქილერი და შინაგანი ნგრევის მატარებელი კაცი თავისი ცხოვრებისგან გაქცევას ცდილობს. წარსული, რომელიც ვერაფრით მოიშორა, დაბრუნდება - ჩრდილივით, ტყვიასთან ერთად.როდესაც წლების წინ დაკარგული ძმა მოულოდნელად ჩნდება და ეუბნება, რომ იცის ყოფილი საყვარლის, სოფიას, ადგილსამყოფელი, დიეგო იძულებულია ისევ ჩაიძიროს იმ სამყაროში, რომლისგან თავის დაღწევასაც ამაოდ ცდილობდა. იგი იძულებულია ისევ შევიდეს წრეში, სადაც გამართლება არ არსებობს და სასჯელი გარდაუვალია.
სოფია, რომელიც ახლა ველასკესის - გავლენიანი ნარკობარონის - ფინანსური მრჩეველია, აღმოჩნდება ორივე მხარეს მყოფი დანაშაულებრივი იმპერიების ბრძოლის შუაგულში. დიეგოს უწევს გადაწყვიტოს: იყოს ბოროტმოქმედთა მორჩილი