yUo

145 27 20
                                    

"There's a time that I remember when I never felt so lost
When I felt all of the hatred was too powerful to stop (ooh, yeah)
Now my heart feel like an ember and it's lighting up the dark
I'll carry these torches for ya that you know I'll never drop, yeah"

****

ისევ შენს სახლთან მოვედი, ისევ იმ ქვაზე ჩამოვჯექი, რომელიც წლების წინაც შენს ქუჩაზე, შენი სახლის პირდაპირ ეგდო უსულოდ, მარტოსულად, როგორც მე ახლა, შენს გარეშე, ამ ქვაზე მჯდომი...

ვუყურებ შენს სახლს და ვხედავ, რომ არაფერი შეცვლილა, ვხედავ ორ სართულიან კომუნისტების დროს ნაშენ, საშუალო ფენის, ოჯახის სახლს, რომელიც ისევე განიცდის შენს წასვლას, როგორც მე.

ვხედავ მარანს, რომელიც მოშრებით მარტის ახლად, აბიბინებულ ბალახში ჩაფლული, მარტოობისაგან და უშენობით ისევე ეკიდება ხავსი, როგორც მე...

ვხედავ იმ კიბეებს, რომელზეც ბავშვობაში არაერთხელ აგვირბენია და იმ ვერცხლისფერ რკინის მოაჯირსაც, რომელზეც არაერთხელ ჩამოვსრიალებულვართ...

ვხედავ იმ თუთის ხეს, რომელიც ორჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჩვენს ბავშვობაში იყო...

ვუყურებ იმ ქვის კიბეებს, რომელსაც შენს ეზოში ჩამოვყავდი და ნოსტალგია გულზე მეხვევა, ლოდივით მაწვება, მტკივნეულად მავლებს გულში მის მონატრების კლანჭებს და უშენობის ტკივილს მიღრმავებს...

ვხედავ მწვანე ჭიშკარს, ასევე ვხედავ ნაცრიფერ უკანა კარებსაც, რომელსაც დროისაგან საღებავი აფურცქვნია და სიოს ყოველ დაბერვისას ძვრება ნაცრისფერი საღებავი, ქარი კი ჰაერში ფანტავს და ჩემგან ძალიან შორს მიაქანებს.
ამ ქმედებით კი ისიც შენს მხარეს სიჭერს, ეგოისტი, ცივი უსულო, ქარიც კი ცდილობს დამაშოროს შენს თავს...

პირველი სართულის მუხის კარსაც ვხედავ, ისევ ისე ფართოდაა ღია. იქიდან კი ლამაზად მოხატული 'პადვლის' კედელი ისევ ისე შემომყურებს...

ამ ყველაფერს ვხედავ და ცხადად მახსენდება ის ბავშვობა და ტკბილი მოგონებები რაც ამ ქუჩაზე, ამ სახლში გავატარეთ ერთად...

YoU (Imagine)Where stories live. Discover now