..

98 10 6
                                    

ამდენი ხნის შემდეგ ვანშოთს გთავაზობთ, იმედია მოგეწონებათ.


ბნელა. ცა მოჭედილია მრავალი მანათობელი პატარა წერტილებით და  ამ შესანიშნავ, გრილ ღამეს უფრო ლამაზს ხდის.  პატარა ბიჭი ზის ბაღში სრულიად მარტო და გაჰყურებს ულამაზეს ცას, რომელიც თვალის მომჭრელად გამოიყურება.
ზის და ფიქრობს ყველაფერზე რაზეც ადამიანს ფიქრი შეუძლია.
ფიქრობს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს სიყვარული. აინტერესებს რა გრძნობაა და როგორ გრძნობს მას ადამიანი. შეიძლება თუ არა სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს ისე, რომ თავს ისევ თინეიჯერ შეყვარებულად გრძნობდე და საკუთარი მეორე ნახევრის ყოველ კომპონენტზე პეპლები იღვიძებენ შენში.

"იქნებ საერთოდაც არ არსებობს სიყვარული და უბრალოდ ხალხი იგონებს მას. იქნებ სიყვარულს არავინ არ განიცდის და უბრალოდ საკუთარი თავის დასაბრამევებლად იყენებენ სიტყვა "სიყვარულს" და თუ სიყვარული არსებობს რატომ ვერ ვგრძნობ მას" ფიქრობდა ბიჭი გულში და თან ზეცას აკვირდებოდა და ტკბებოდა.

ბიჭი დგება სკამიდან, ოდნავ გრძელ თმებს უკან იყრის ხელის დახმარებით, ღრმად ისუნთქავს ჰაერს და სახლისკენ უდგება გზას.
ნელი ნაბიჯებით მოუყვება ქუჩას და ტკბება აქაური სიმშვიდით. იღიმის და ჯიბეში ხელებჩაყოფილი, ისევ და ისევ გზას მიიკვლევს სახლისაკენ. ნაბიჯებს არ უჩქარებს, თითქოს ცდილობს სიამოვნების დრო გაწელოს და რაც შეიძლება დიდი ხანი დაჰყოს დეგუს ქუჩებში. თუმცა ახსენდება პატარა ძმა რომელიც მის გარეშე ვერ იძინებს და შეიძლება ახლაც თავის ოთახში იყოს  დათუნიაზე ჩახუტებული და თავის ჰიონს ელოდებოდეს. ამის გახსენებაზე ბიჭი ნაბიჯებს უჩქარებს და სახლში მალე მიდის. მაშინვე პატარა ძმის ოთახში ადის და ხედავს, რომ არ შემცდარა, მისი ძმა დათუნიით ხელში ელოდებოდა მას.

- თეჰიონ ჰიონ- დაიყვირა პატარამ და ძმას კისერზე ჩამოეკიდა. ეს უკვე მისი ჩვევა იყო. როგორც კი ძმას დაინახავდა მაშინვე კისერზე ეკიდებოდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 02, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შენთან ერთად ან შენს გარეშეWhere stories live. Discover now