~~~

150 29 58
                                    

ზოგჯერ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ შენც ისე გიყვარვარ, როგორც მე და წამიერად ჩემ სულში სიმშვიდე ისადგურებს.

როდესაც შენს თვალებს ვუყურებ, ყავისფერს, უძიროს... მათში ვიკარგები. ის თითქოს მთლიანად მშთანთქავს. მინდა ერთხელ მაინც შეგეხო და ახლოდან ჩაგხედო თვალებში, მაგრამ, ვიცი, გრძნობებმორეულს, მუხლები მომეკვეთება და თავბრუ დამეხვევა. ამავდროულად, დავტკბები იმ ნაკვთებისა და სახის ცქერით, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნია.

ჩემ გულში სამუდამო ადგილი გიჭირავს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, გულის კუნჭულში, სადღაც, ღრმად, მაინც გექნება ფესვები გადგმული და ერთად ვიცხოვრებთ, მაგრამ რთულია, ელოდო ადამიანს, ამავდროულად კი იცოდე, რომ არასდროს დაბრუნდება შენთან.

უშენოდ ჩემ ცხოვრებას მაინც ჭაობის სუნი ასდის. ჭაობის, რომელიც ნელ-ნელა მითრევს, მე კი ვცდილობ ხელი გამოგიწოდო და მოგწვდე, რაც შეუძლებლად მეჩვენება. შველა მჭირდება, რომელიც ძალიან შორსაა ჩემგან, მაგრამ მაინც ახლოს გულთან. მინდა ხელი ჩაგჭიდო და უსასრულობაში ერთად გადავეშვათ, მაგრამ ამის მაგივრად, მუქი მწვანე ორმო მითრევს.

თვალების ყოველი დახუჭვისას წარმოვიდგენ შენ სახეს, მომღიმარსა და ბედნიერს. წარმოვიდგენ, რომ ის მე მეკუთვნის და გაუაზრებლად, სულელივით მეც ვიღიმი, შემდეგ კი გავახელ თვალს და შენ მაგივრად ისევ რეალობას ვეჩეხები. ლამაზი თვალების ნაცვლად ვაშტერდები სუდარისფერ კედლებს, რომელიც საზარლად, დამცინავად მიმზერს და ვცდილობ, მის წნეხში არ მოვექცე, მაგრამ უშედეგოდ.

მართლა სულელი ვარ იმის გამო, რომ იმას ვეჭიდები, რაც მტკენს და ყველაზე მტკივნეულია ის, როდესაც გრძნობები გაქვს მის მიმართ, ვისთან ერთადაც ვერასდროს იქნები.

ხანდახან მგონია, რომ შენ შემდეგ ვერავის შეყვარებას შევძლებ ასე ძლიერ, ასე უღმერთოდ და მეშინია, მეშინია საკუთარი თავის. ამის გაფიქრების დროს კი მეცინება, ხოლო ყველაზე ცუდი მომენტი მაშინაა, როდესაც იცინი მხოლოდ იმისთვის, რომ არ იტირო, მაგრამ ღამით, როდესაც ჩემი სხეული სულს ებრძვის, ისევ შენ მახსენდები, მეღიმება და ჩემს ლოყებზე ცრემლის უსასრულო ბილიკები ჩნდება, თვალწინ კი ისევ შენი მომღიმარი სახე მიდგას.

The Voice In SilenceWhere stories live. Discover now