ერთი ღამე

758 61 47
                                    

თეჰიონი ბარის მაღალ სკამზე, დახლთან ზის და ფეხს იატაკზე აბაკუნებს. ხმამაღლა ჩართული მუსიკა ყურთასმენას უხშობს, მაგრამ სინამდვილეში აღარც ეს გამაღიზიანებელი ხმა ესმის, უბრალოდ ზის მისი საუკეთესო მეგობარის წინ და გაუჩერებლად სვამს.

- ჰიონ ვფოქრობ მეტი სასმელი აღარ უნდა მოგცე, - როდესაც ხმაურიან სიმღერას, ოდნავ მშვიდი ცვლის, დახლს იქით მდგარი ჯონგუკი საუბარს იწყებს და თან დახლს ნაჭრით აპრიალებს. მეგობრის სიტყვებზე თეჰიონი თავს ოდნავ სწევს მაღლა და ცალყბა ღიმილით აჰყურებს ბიჭს, - რას მიყურებ?! ლოთივით ასე უაზროდ სმის გამო მალე ახალი ღვიძლი დაგჭირდება!

- ასეთი ჭკვიანი თუ იყავი სამედიცინოზე უნდა გესწავლა გუკ აქ სიმღერას და ბარმენად მუშაობას აჯობებდა, - ლოყაზე ჩმეტს ბიჭს თეჰიონი და ტუჩის პირსინგს სტკენს.

- ჯანდაბა კიმ! ჩემს პროფესიაზე ნუ დარდობ და მომაშორე ხელები! - წაიღრინა ჯონგუკმა და ჰიონის ხელის მოშორების შემდეგ თითით მოსინჯა რგოლი ტუჩზე.

- მაშინ შემეშვი, - მშვიდად პასუხობს თეჰიონი და თვალებზე ჩამოყრილ ხვეულ თმებს უკან იყრის, - მინდა და ვსვამ, - ამასღა ამბობს და კიდევ ერთ ჭიქა არაყს ცლის, თან ისე რომ უკვე შეჩვეულს სახეზე ერთი ნერვი არ ეცვლება.

- გასაგებია რომ გინდა, მაგრამ უკვე ერთ კვირაზე მეტია ასე ხარ ჰიონ, - ხვნეშის გუკი. თეჰიონი მას შემდეგ სვამს რაც შეყვარებულს დაშორდა. არა, უფრო სწორად გოგომ მიატოვა.

- უი ესეიგი შენს პირსინგს ერთი კვირა შეუსრულდა? ვაუ რამხელა დრო გასულა, - ვითომ ფიქრებში იკარგება თეჰიონი თითს ნიკაპზე იკაკუნებს.

- ხუმრობის ხასიათზე მოხვედი? - თვალებს ატრიალებს ჯონგუკი, - სერიოზულად გელაპარაკები. კიდევ რამდენ ხანს აპირებ ასე სვა?

- რამდენ ხანსაც მენდომება! - ხმას ამკაცრებს თეჰიონი.

- ჰიონ თითქმის ორი კვირა გავიდა რაც მიგატოვაა, ასე არ შეიძლება! დროა დაივიწყო! მაგ ძუკნაზე უკეთესებიც არსებობენ! - მხრებში ეჭიდება ბიჭი უფროსს და ოდნავ ანჯღრევს.

One Night || K.TH✓Where stories live. Discover now