- გემრიელად გამოიყურება - სიხარულით წარმოთქვა გოგონამ და სიარული განაგრძო, თან მრგვალ ფუნთუშას დაჰყურებდა და უღიმოდა - ერთი სული მაქვს როდის დაგაგემოვნებ! - მაგრამ უეცრად ვიღაცამ მხარი გაკრა და გოგონას ფუნთუშა ხელიდან გაუვარდა - წინ ვერ იყურები?! - გაბრაზებულმა გოგონამ ძირს დაგდებულ ფუნთუშას დახედა შემდეგ კი იმ ბიჭისკენ გადაიტანა მზერა. ბიჭი მაღალი, საყვარელი და საკმაოდ სიმპათიური იყო. ბიჭს ქერა, მოგრძო თამა ჰქონდა პატარა ნაწნავით. სახეზე დაბნულობა და ღელვა აღბეჭვდოდა, როგორც ჩანს ეჩქარებოდა. *ღმერთო, რა სიმპათიურია* გონებაში გაიფიქრა გოგონამ. ბიჭს მხარზე გიტარა გადაეკიდა, ზუსტად გიტარა მოხდა გოგონას რის გამოც დაუვარდა ფუნთუშა
- მაპატიეთ! - ბიჭის მკაფიომ და ამავე დროს ნაზმა ხმამ გოგონა გამოაფხიზლა და თან გააღიმა
- არაუშავს, იცით.... გიტარა იგივე იარაღია. შეიძლება გიტარით - ხელით იმიტაცია გააკეთა გიტარაზე დაკვრის - ადამიანიც მოკლათ - საუბრისას შიგადაშიგ იღიმოდა და თან იკრიჭიბოდა
- თქვენი ფუნთუშა... - ბიჭი დაიხარა, სახეზე სევდა აღბეჭვდოდა. სანამ ფუნთუშას აიღებდა გოგონამ დაასწრო და ფუნთუშა აიღო. ბიჭი გოგოს ამ უეცარ საქციელზე დაიბნა
- იცით, 3წამში თუ აიღებ მაინც გემრიელი იქნება - თქვა გოგომ და თავი ჩახარა
- მგონი სამ წამზე მეტი გავიდა - ჩაიჩურჩულა თავდახრილმა ბიჭმა და გიტარა უკეთ გადაიკიდა მხარზე - რაღაც სასწრაფო საქმე მაქვს, მაიტომ უნდა წავიდე - თავი დახარა ბიჭმა - მაპატიეთ - თქვა და გატრიალდა. გოგონა კი "არ წახვიდე" მზერით გაჰყურებდა მიმავალ ბიჭს
- ეს რა იყო? - ბუტბუტებდა გოგო - 3 წამში მისი ფანი გავხდი, მაგრამ ის 3 წამი უკვე გავიდა...
~
დაღამდა, როზე კი ნოუთბუქთან იჯდა და მესიჯებს ამოწმებდა, მალე მისი ონლაინ გაცნობილი მეგობრისაგან მოუვიდა წერილი
YOU ARE READING
ცუდი განწყობა სუპერმარკეტში
Fanfictionეს დრამა გვიყვება ახალგაზრდა ნახევარ-განაკვეთზე მომუშავე გოგონას ამბავს, რომელიც ყოველთვის უხერხული სიტუაციების მსხვერპლია. ის 4 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და სიმპათიურ ბიჭს შეხვდება. მალე კი მას მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება.... !ფიკი დაწერ...