ocd

2.3K 148 287
                                    

(‼️გაფრთხილება: ვანშოთი  შეიცავს 🔞 და ძალადობის სცენებს..)

ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება იმ მომენტიდან დაიწყო,  როგორც კი ჯონების ოჯახში პირველად შევდგი ფეხი და გავიცანი ეშმაკის ნაშიერი სახელად "ჯონ ჯონგუკი".

შვიდი წლის ვიყავი, როცა პირველად ჩემთან ჯონ ჯონვუ მოვიდა და გამომიცხადა, რომ ჩემი მშობლები ხანგრძლივ მოგზაურობაში წავიდნენ. ამიტომ ჩემზე დღეიდან მას უნდა ეზრუნა. ძიძას ჩემი თანხმობის გარეშე უბრძანა ნივთების ჩალაგება და თავის სახლში წამიყვანა ისტერიკისა და პროტესტის მიუხედავად.

ჩემი მშობლები, არც მანამდე გამოირჩეოდნენ ჩემდამი დიდი ყურადღებით. მამაჩემი ბიზნესმენი იყო, დედაჩემი კი ქველმოქმედი. ისინი მთელ დროს მოგზაურობაში ატარებდნენ. მათ მხოლოდ არდადეგებსა და დღესასწაულებზე თუ ვხედავდი, თუმცა ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. ის ფაქტი, რომ ისინი არ უარმყოფდნენ და სახლში დაბრუნებულები მათი მონატრებით აღვსილს თავიდან არ მიშორებდნენ მაფიქრებინებდა, რომ მათთვის სულ ერთი არ ვიყავი. საჩუქრებითაც ხშირად  მანებივრებდნენ და წასვლამდე ჩახუტებების მთელ სერიას მიტოვებდნენ, რომლითაც თვიდან თვემდე გამქონდა თავი. როცა ისინი უკანასკნელად ვნახე და სამოგზაუროდ კვლავ ცრემლთა  ღვრის მორიგი ცერემონიალის შემდეგ გავაცილე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამჯერადაც დაბრუნდებოდნენ. ამიტომ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ჩემი სახლის დატოვების, რომელიც ძალიან მიყვარდა.

ბიძია ჯონვუმ ჩემზე მეურვეობა აიღო, რის გამოც სანამ სრულწლოვანი არ გავხდებოდი მინდოდა, თუ არა მის სახლში მომიწევდა ცხოვრება. ის მარტოხელა მამა იყო და სახლში ზრდიდა ერთადერთ ვაჟს ფსიქოფატ ჯონგუკს, რომელმაც ჩემი მთელი ბავშვობა ტრამვად მიქცია.

მისვლის დღიდან რატომღაც თვალში ამიმიღო. საშინლად აუტანელი და სასტიკი ბავშვი იყო მისი ასაკისთვის. გამუდმებით ცდილობდა ჩემთვის რაღაც ევნო. ათასი ხრიკით საშინელებებს მიკეთებდა. მაიძულებდა მისი დანაშაულები საკუთარ თავზე ამეღო და ბიძია ჯონვუსთვის მე მეთხოვა პატიება მისი ჩადენილებისთვის, რომლებშიც ბრალი არანაირად არ მიმიძღვოდა. ყველგან კუდში დამყვებოდა, მითვალთვალებდა, მოსვენებას წუთითაც არ მაძლევდა და გამუდმებით მაშანტაჟებდა. ფიზიკურადაც ხშირად მისწორდებოდა თუ კი მის ბრძანებებს უარვყოფდი.

Son of the devil - ეშმაკის ნაშიერიМесто, где живут истории. Откройте их для себя