1

340 21 0
                                    

დედა: მიაა ადექი სასწრაფოდ!! სკოლაში დაგაგვიანდება.
მე: კაიი ვდგები.
ზოზინით წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. მალევე დავბრუნდი გამზადებული და დაბლა ჩავედი. საჭმელი მივირთვი და სკოლისკენ გავეშურე. მე კიმ მია ვარ, 15 წლის. კიმ თეჰიონის და. დიახ არ მოგესმათ, მე ბითიესის წევრის თეჰიონის და ვარ. მართალია ორივე სეულში ვართ მაგრამ მას ხშირად ვერ ვნახულობ. სხვათაშორის შეიძლება გავხდე აიდოლი, ასე ზუსტად არ ვიცი მაგრამ პასუხს ველოდები ბიგჰიტისგან. იმედი მაქვს ამაში მაინც გამიმართლებს. engene ვარ დიდი ხანია. ჩემი ბიასი ნიკია. ძლივს მივაღწიე სკოლაში და შიგნით სირბილით შევედი. მაინც დამაგვიანდა მაგრამ მასწავლებელს არაფერი არ უთქვია და ცოტა გამიკვირდა.
ჰანა: ამდენი ხანი სად გდიხარ?
მე: დამეძინა.
მასწი: ჰანა და მია ჩუმად!
მე: ბოდიში მას.
რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კაფეტერიაში ჩავედით და ძაან გაგვიმართლა, პირველები ვიყავით რიგში. ბურგერი და წვენი ავიღეთ და ჩვენი ადგილი დავიკავეთ. პირდაპირი გაგებით ჩვენი ადგილი, სულ აქ ვზივართ და სხვა ვერც ბედავს ამ ადგილის დაკავებას.
ჰანა: გოგო ძაან კაი ამბავი მაქვს. ბიგჰიტისგან მივიღე მესიჯი. ხოდა..... ხვალ დაგვიბარეს!!
მე: ეე რა მაგარიაა. მე რატო არ მომწერეს?
ჰანა: არ ვიცი მარა მთავარია რო ცუდი პასუხი არ მიგვიღია. ესე თქვეს რო თუ მოგვეწონეთ დაგადებიუტებთ თქვენ ორს და კიდე 3 გოგოსო. ჯგუფის სახელი და ბლა ბლა ბლა ჯერ არ იციან.
მე: შოკში ვარრ. რომელ საათზე უნდა მივიდეთ?
ჰანა: ნუ ხვალ შაბათია და სკოლა არ გვაქ ეგ კაია. როგორც მახსოვს 2 ზე.
ბურგერები გადავირტყით და კლასში დავბრუნდით. სკოლის შემდეგ ჰანა ჩემთან წამოვიდა. დღეს გადავწყვიტეთ რომ ჩემთან დარჩენილიყო, ხვალ კი ერთად წავალთ. სახლშიც მივედით.
დედა: გამარჯობა გოგონებო.
ჰანა: გამარჯობა.
მე: დედა დღეს ჰანა ჩვენთან დარჩება. ხვალ ბიგჰიტში დაგვიბარეს.
დედა: მართლა? ძალიან კარგი.
ჩემს ოთახში ავედით და ჩანთები რასაც ქვია მოვიქნიეთ. ფილმს ვუყურეთ, რაღაცეები ვითამაშეთ და რომ მივხვდით დავიძინეთ.

——————————————
მოკლეა მარა არაუშავს. იმედია მოგწონთ🤍

engene Where stories live. Discover now