1 თავი

1.3K 77 61
                                    

ნუ დაიჯერებთ მარადიულ სიყვარულზე ზღაპრებს, ეს ტყუილია, ყველაზე დიდი ტყუილი რაც კი სამყაროში დაბადებულა.

***
თაია

მანჰეტენის ქუჩაზე მივსეირნობ, ყურსასმენები მიკეთია და სიმღერას ვუსმენ "photograph".
ერთი წელია უკვე აქ ვცხოვრობ მაგრამ ამ ქაოსს და ხალხმრავლობას ვერ შევეგუე.
მარტოსული ვარ, ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე.
ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა აქ ყოფნა არ მეგონა თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს "მისი" დამსახურებაა. ვცდილობ გადატვირთულად ვიცხოვრო რომ საფიქრალი დრო ნაკლებად დამრჩეს თითქოს გამომდის კიდევაც მაგრამ ფიქრს ყოველთვის ვასწრებ. არ იფიქროთ რომ ასეთი საშინელია ამერიკაში ცხოვრება, მეგობრებიც გავიჩინე, რამდენიმე ქართველიც გავიცანი და დავუახლოვდი, უბრალოდ იმიტომ არის ძნელი რომ ჩემი ფიქრები საქართველოშია. 
   სახლში ავედი და ანა შემომეგება. ანა სწორედ ის ქართველი მეგობარია რომელიც გავიცანი და ძალიან მალე დავუახლოვდით ერთმამეთს. ამერიკაში კუსაც ჩემთან ერთად წამოვიყვანე და ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.
- ყავას ვიკეთებ და შენც გინდა?
- აუ კიი.
გავძახე საძინებელი ოთახიდან. მალევე გამოვიცვალე ტანსაცმელი და ანასთან გავედი.
- წამოსულიყავი ჩემთან ერთად, ძალიან კარგი ამინდია.
- შენ რომ არასდროს არ იღლები მე ვიღლები.
- რითი დაიღალე შაბათ დღეს?
- მთელი დღეა ვწევარ და ტელევიზორს ვუყურებ იცი ეს რა დამღლელია?
- კი კი ნამდვილად.
- თან ნამცხვარი გამოგიცხვე და ეხლა ყავასთან ერთად მიირთვი.
- შენ რა საყვარელი ხარ.
გადავიწიე და ორივე ლოყაზე ვუჩქმინტე.
- აფერისტობას აქვს ადგილი.
- დაუნახავო.
ტელეფონმა დამირეკა და წამოვდექი. ნინი იყო, კატუშას მანახებდა. ხო, კატუჩა ნინისთან დავტოვე, ორივეს ვერ წამოვიყვანდი თან კიდე არ მინდოდა. წამოსვლისას ნინის ვთხოვე საბასთვის მიეყვანა მაგრამ საბამ უარით გამოატრიალა.  ნინი ცოტახანს მელაპარაკა იქაური ჭორები გამაცნო და გათიშა.
- იცოდე ძალიან მომენატრე.
როდესაც თიშავს ბოლოს ყოველთვის ამ სიტყვებს მეუბნება.  მისი სიტყვების მერე მინდება რომ ბარგი ჩავალაგო და საქართველოში დავბრუნდე მაგრამ ჩემს თავს ძალით ვაკავებ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 05, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჯერ არ დამთავრებულა ("შემიყვარდი" -ს გაგრძელება)Where stories live. Discover now