1/1

44 7 21
                                    

ვის არ უფიქრია სიკვდილზე? წარმოვიდგენთ ჩვენი სიკვდილის შემთხვევებს:ჩამოხრჩობა, ავარია, თვითმკვლელობა, მკვლელობა, რაიმეზე თავის დარტყმა... უამრავი შემთხვევაა. და როცა ვხვდებით არ ვიცით რა შეიძლება იყოს "იქ" პანიკა გვიპყრობს და ყურადღება გადაგვაქვს.

დამეთანხმებით სიკვდილი საშინლად საინტერესოა.

რა ხდება სიკვდილის დროს ან შემდეგ?

როგორც ღვთის მორწმუნეები გვარწმუნებენ, ადამიანში სახლობს სული რომელიც ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე ის ცოდვებით ან სიკეთეთი დახუნძლული მიდის იმ ქვეყნად. ამას ამატებენ, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ ორ სხვადასხვა ადგილას : ჯოჯოხეთში და სამოთხეში.

ჯოჯოხეთში ის ხვდება ვინც დიდ ცოდვებს სჩადის და იქ მოხვედრისას ისჯება. როგორ? აქაც უამრავი ვარაუდებია და დამტკიცებითაც ერთი დასჯის ვარაუდიც არ დაუმტკიცებიათ, სამაგიეროდ სჯერათ იქ მყოფი არსებების: სატანის, ლუციფერის, სუბრეტის, შაითნისა და დემონის. ფიქრობენ ეს არსებები სჯიან ცოდვილებს.

ჯოჯოხეთისგან განსხვავებით სამოთხეში სრული სიმშვიდე სუფევს. იქ უცდველი ადამიანის სული ხვდება, შეიძლება ცოდვილი იყოს ადამიანი მაგრამ გულწრფელად მოინანიოს და სამოთხეშიც მოხვდეს. იმ ადგილში ყველა ყველას სიყვარულით და სიხარულით ეგებება, და პატიობს.
ცხოვრობს უდარდელად თავისთვის. როგორც ჯოჯოხეთში ასევე
სამოთხეშიც ცხოვრობენ ქმნილებები: ფრთაშესხმული ანგელოზები, წმინდანები, ქრისტე და ღმერთი (ალბათ).

რა საინტერესოა არა?

არსებობს კი ეს ორი ადგილი?

მე არ მჯერა მათი არსებობის, თითოეული არსება ვფიქრობ ადამიანის წარმოსახვაა და მეტი არაფერი. გულის სიღრმეში მინდა მწამდეს ღმერთის არსებობისა და ბიბლიაში დაწერილი თითოეული სიტყვის, მაგრამ რთული დასაჯერებელია ეს ყველაფერი. თვალით რაც არ გინახავს იმის როგორ უნდა დაიჯერო? ჩემთვის ეს ძალიან რთულია.

დაკარგულიWhere stories live. Discover now