თავი 1

446 28 136
                                    

დღე როდესაც არასწორ ადგილას და არასწორ დროს აღმოვჩნდი.

ჩემი ყველაზე დიდი მტერი სახელად „ვაჩე გოგოლაძე“
უი ბოდიშით არასწორად დავიწყე.. თავიდან გავიმეოროთ!

მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გახლავართ, აწ უკვე აბიტურიენტი, სკოლის „ბლატნოი ტიპისგან“ შერქმული სახელი “ოთხთვალა” , კი დიახ "ტიპისგან" რადგან სხვას უფლებას არ აძლევს ოთხთვალა დამიძახოს მიზეზს კი ვერ ვიგებ, კარგი ხო, იმაში ვერავინ ვერ დამარწმუნებს მოწონხარო და რაღაცაო, რადგან მთავარი ბავშვობის ტრამვები მაგან მომაყენა, უკვე მთელი 12 წელია ცხოვრებას მიმწარებს, მაკომპლექსებს, ნერვები აღარ გამაჩნია.

ჩემი ყველაზე დიდი მტერი სახელად
„ვაჩე გოგოლაძე“ მე კი მარიტა აბაშიძე ვარ, წითური და ცისფერთვალება, როგორც უკვე ავღნიშნე ბავშვობის პრობლემების გამო სათვალეს ვატარებ, აუცილებელია თორე ვაჩეს საშვალებას ხომ არ მივცემდი ჩემთვის დაეცინა?

ვაჩე ჩემი კლასელია რომელიც ბავშვობიდან ცდილობს ჩემი ცხოვრების ჩამწარებას, ყველაფერში, ყველაფერში ცხვირს ყოფს რაც მე მეხება, აი ეხლაც ზუსტად იმ მომენტზე ვართ როდესაც ჩემი ნერვების მოშლის ახალ გეგმას აგებს.
ჩემს წინ ზის და ვიღაც იაზვა ტიპს ეჭორავება ოთხთვალა მარიტაზე, შიგადადაშიგ გამომხედავს და ცინიკურად იღიმის, ის ბიჭიც ჩუმად იცინის, ორივეს თავყბას გავუერთიანებ.
ვაჩემ მგონი არ იცის რომ თუ კიდევ ერთხელ ამომასხა იმ სახეს აღარ შევარჩენ.
სკოლაში არავინ იცის, ადრე, ერთი თვით ადრე სანამ სკოლა დაიწყებოდა ბებიაჩემთან ვიყავი წასული და იქვე ახლოს ცხოვრობს ამიტომაც რით უნდა გართობილიყო გოგოლაძე თუ არა ჩემი ნერვებით? რათქმაუნდა სახლში წამომადგა და ბებიაჩემი მოთაფლა რომ სადღაც წავეყვანე, ბებიაჩემს ზოგადად უყვარს ეს ტყიური, მაგრამ, რის გამო ვერ ვხვდები.
იცის როგორც ვარ კის მიმართ განწყობილი მაგრამ მაინც სუკ იმას გაიძახის „მოუგონებ ხოლმე რა ზრდილობიანიაო“ ალბათ ჩემთან მიმართებაში ცრდილობა შარვლის ჯიბეში უდევს.
თეთრი კაბა მეცვა არც ისე მოკლე რომ თვალები შერჩენოდა უბრალოდ ცოტა ამოღებული იყო, ვაჩე გოგოლაძეს მუდამ კუდში გოგოები დასდევდნენ, მისი შარმის და პრესების გამო რომელიც მიტკეპნილ მაისურზე მუდამ იკვეთებოდა, კაი რა ოდნავ სიმპატიურია თორე..
გარეთ როცა გავედი ბევრი წივილ კივილის შემდეგ სადღაც უნდა წაგიყვანოო მოგეწონებაო და რომ მივედით თავისი ბანდა დაგვხვდა, რათქმაუნდა გოგოების თანხლებ არადა მართლა ლამაზი ადგილი იყო ზღვის წინ, ბავშვები გამოიქცნენ და ხელში ამიყვანეს ვერ ვხვდებოდი რის გაკეთებას ცდილობდნენ ვაჩე გაბრაზებული იდგა შურისძიება სწყურვოდა ეტყობოდა.. რაც მაგის წინაზე გავუკეთე მაგის სამაგიეროდ მიხდიდა, ბიჭებს წყლისკენ მივყავდი ფართხალი, გინება, კივილი და წივილი გავმართე, ვაჩეს ვუკივოდი, ადგილიდან არ იძვროდა, გაშტერებული იყო შტერი! ბოლოს წყალში აღმოვჩნდი, იცოდა!ვაჩემ იცოდა რომ წყლის მეშინია ბავშვები იცინოდნენ და ყვიროდნენ “ოთხთვალა” “ოთხთვალას წყლის ეშინია” “რაო ცურვა არ იციო?” ვფართხალაბდი ბოლოს რაც გავიგე ეს ვაჩეს ღრიალი იყო შემდეგ უბრალოდ უსასრულობაში გადავეშვი, თავს არა კომფორტულად გრძნობდი რადგან ჩემი ფილტვები წყლით იყო გავსებული, თვალები როცა გავახილე უკვე სანაპიროზე ვიყავი და ვის ხელებში?

„ უსახელო გრძნობა "Dove le storie prendono vita. Scoprilo ora