my jungkook!🌟

93 20 9
                                    

ჩემო ძვირფასო ჯონგუკ..

როგორ ავღწერო ის გრძნობა,რასაც მე შენდამი განვიცდი?

ხმამაღლა ვისაუბრო?
ვის ვესაუბრო?
მომისმენს რომ ვინმე?

ამიტომ გადავწყვიტე რომ დამეწერა.
შეიძლება,ეს ვერასოდეს ნახო და წაიკითხო,მაგრამ მე მაინც მოგიყვები ყველაფერს.

დღეს შენი სოლო გამოვიდა.
დღეს,პირველი სოლო დებიუტი გქონდა ნიუ-იორკში.

დღეს პირველად ვიტირე,რადგან გავაანალიზე თუ როგორ მიყვარხარ.

რატომ? რატომ ხარ ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის?

აქამდე,არავინ შემყვარებია ასე ძალიან,როგორც შენ მიყვარხარ.
თუ არ ჩავთვლით:თეჰიონს,ჯიმინს,ჰოსოკს,ნამჯუნს,იუნგის და ჯინს.

მაგრამ შენ სხვანაირად მიყვარხარ.

2022 წლის 14 ივნისს,როდესაც ჰაიტუზე გახვედით,ძალიან განვიცადე.
ჩემთვის ყველაფერი იყავით და ხართ..

რამდენიმე თვე რომ გაუჩინარდი და შემდეგ გამოჩნდი, შუა ღამეს რომ ორ საათიანი ლაივი გქონდა.
მაშინ გავაანალიზე,თუ როგორ მეკლდი და მენატრებოდი.

უბრალოდ ვიწექი და გიყურებდი.
საერთოდ ვერ ვიგებდი რას საუბრობდი,მაგრამ გიყურებდი და დებილივით ვიღიმოდი.

ის ღამე,დაუვიწყარი და საუკეთესო ღამეა ჩემს ცხოვრებაში.

შემდეგ ლაივებს მოუხშირე,ჩვენთან ერთად ცხოვრობდი რასაც ქვია.

ლაივებს რთავდი და ჭურჭელს რეცხავდი,სვამდი,გადაცემებს უყურებედი,მღეროდი,ბამის ეთამაშებოდი,სარეცხს რეცხავდი და მერე,ტანსაცმელს ჩვენს თვალწინ კეცავდი.
ვარჯიშობდი, ჯიმინზე საუბრობდი..

ყოველდღე შენზე ფიქრი მიწევდა.
რომ ვწვებოდი,შეტყობინებებს ვამოწმებდი,ვივერსიდან არ მოსულიყო რომ ლაივი ჩართე.

არ ვიცი როგორ,მაგრამ როცა მჭირდებოდი მაშინ მოდიოდი და ლაივს რთავდი.
ათასნაირ სისულელეს აკეთებდი.
რაც მაღიმებდა და მაბედნიერებდა.

my life saverWhere stories live. Discover now