i missed you

198 12 10
                                    

როგორც კი მაღვიძარას ხმა მესმის იმწამსვე ვჭყეტ თვალებს. საბანს გვერდზე ვაგდებ, ვდგები, ფარდებს ვწევ და ვიზმორები თან მეღიმება..შემდეგ კი შხაპის მისაღებად მივდივარ.

როგორც კი ვრჩები ვიცვამ. ყველაფერს ვალაგებ, ვჭამ და აეროპორტისკენ მივდივარ..ალბათ იკითხავთ რატომ?

დღეს ჩემი ქმარი ჩამოდის გერმანიიდან. 1 წელია არ მინახავს..ალბათ გაინტერესებთ ვინაა.

ჯეონ ჯანქუქი-მაფიის ლიდერი,ცივი,მკაცრი გამომეტყველების ადამიანი მაგრამ ეს სხვებთან აი ჩემთან კი პატარა ბაჭიას გავს.

მე კიმ თეჰიონი ვარ მაგრამ ქუქის გვარზე ვარ ამიტომ ჯეონ თეჰიონი..მე და ქუქი ერთმანეთს 7 წელია ვიცნობთ აქედან კი 5 წელია რაც ვიქორწინეთ.

ის სიგიჟემდე მიყვარს.

ამ ლაპარაკში კი აეროპორტშიც მივედი. შევედი და დავდექი ველოდი როდის გამოვიდოდა ქუქი.

და აი ისეც რამდენიმე დაცვასთან ერთად..შავი სპორტულები, თეთრი მაისური, შავი კეპი და ასევე პირბადე.

ხალხი გვერდებზე დააყენეს და მათში მეც მოვხვდი სამწუხაროდ..ახლა კი რამენაირად უნდა გავაღწიოოო.

ყველა ერთმანეთს იყო მიწეპებული და ცოტა ძნელი იყო გზის პივნა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად გავძვერი და ერთი დაცვა დავინახე, რომელიც ასევე ქუქისთან მუშაობს..მასთანაც მივაღწიე და მხარზე დავარტყი ხელი.

-ბატონო თეჰიონ?
-გამარჯობა ლი..გამიშვებ?-ვკითხე და თან გავუღიმე.
-ახლავე-თქვა და სხვებს გადასცა ინფორმაცია ჩემზე.
-ლი ქუქის არაფერი უთხრან უთხარი.
-კარგი-თქვა შემდეგ ისევ დაილაპარაკა ლენტი აწია და მანიშნა გავმძვრალიყავი.

როგორც კი გავედი მაშინვე ქუქისკენ დავიწყე სვლა ცოტა მოშორებით იყო ამიტომ ჯერ ნელი ნაბიჯებით წავედი და ცოტა, რომ მივუახლოვდი სირბილზე გადავედი.

-ქუქ-დავიყვირე მანაც შემომხედა ჩანთა ძირს დააგდო და ხელები გაშალა იცოდა უნდა შევხტომოდი.

Taekook OneshotsOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz