{5}

86 8 5
                                    

*****

დილით ჯონგუკს ადრე ეღვიძება . მხარზე სიმძიმეს გრძნობს . თვალებს ზანტად ახელს და გვერდზე იხედება. მის მხარზე მწოლიარე მძინარე თაიას ხედავს. აწეულ თავს ბალიშზე დებს და თაიაზე დაკვირვებას იწყებს.

_ ანგელოზივით ძინავს - ჩუმად წარმოსთქვა და თმაზე ნელა მოეფერა . გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო. მთელი სხეული უცნაურად დაეძაბა . გული ისე ძლიერ უცემდა სადაცა საგულედან ამოვარდებოდა - ღმერთო რამჭირს ? - კითხულობს გაკვირვებული და გულზე ხელს იდებს , შემდეგ კი თაიას უყურებს ისევ. ისე ბავშვივით ეძინა , ტუჩები საყვარლად გახსნილი, ტუჩის კუთხეებში კი ოდნავ მკრთალი ნაჩხვლეტები მოუჩანდა . ძილის დროს ის ისეთი საყვარელი იყო ჯონგუკში შეხების სურვილს აღვივებდა. თმაზე ისევ შეეხო . მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და სახეზე დაკვირვება დაიწყო.

საათზე მეტია რაც ასე მისჩერებია მძინარე თაიას , კიდევ დიდხანს შეეძლო მასზე ყურება მაგრამ თაიამ გაიღვიძა. თვალები ნელა გაახილა და ეგრევე ჯონგუკის მწველ მზერას შეეჩეხა .

_ დილამშვიდობისა - იღიმის ნაზად თაია. ლოყებზე კი ნაჩხვლეტები უფრო უღრმავდება .

_ დილამშვიდობისა ანგელოზო - ჯონგუკიც ღიმილით პასუხობს - როგორ გეძინა ? - კითხულობს და თმაზე თამაშს აგრძელებს.

_ კარგად - ეუბნება - მაგრამ ცოტა ცივა აქ .

_ გცივა? - ეკითხება წარბაწევით , თაია თავს თანხმობის ნიშნად უკრავს . ჯონგუკი თაიას წელზე ხელს ხვევს , მისკენ წევს და ეხუტება - იყავი მაშინ აქ იქამდე სანამ არ გათბები - ეუბნება და მის წაბლისფერ თმებში სახეს რგავს, სურნელს კი ხარბად ისუნთქავს.

ლავანდის და ვანილის სურნელი აქვს.

მისი საყვარელი სურნელი.

ვანილის რომლის სურნელიც იმდენად მომაჯადოვებელია გასინჯვის სურვილს უღვივებს მას , მაგრამ იცის , იცის გასინჯვისას როგორი მწარეც შეიძლება აღნოჩნდეს.

| ფრთიანი ანგელოზი | J.JK . დასრულებული Where stories live. Discover now