✧ Feel It Dear Taehyung*ੈ✩

27 6 4
                                    

ყოველდღე გხედავდი, ყოველ ნაბიჯზე შენი მაღალი სხეული, ყავისფერი ფუმფულა თმა და ლამაზი ღიმილი მხვდებოდა.

თავიდან ყურადღება არ მოგაქციე, თავი შორს დავიჭირე, რადგან შენ ჩემთვის წარსული იყავი, რომელთანაც დაბრუნება არაფრით არ მსურდა.

ტანში მაჟრუალებდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემს ახირებულ თავს დავუბრუნდებოდი, როდესაც შენი სახის ნაზ კანს ხელს შევახებდი.

სწორედ ამიტომ ამოგიგდე თავიდან. მაგრამ იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ცოტათი მაკავებდა.

პირველივე დანახვისას ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს მოეწონე, ამიტომ უფლება არ მქონდა, რომ შენ ჩემს ფიქრებსა და ოცნებებში მემოგზაურებინე.

გავიქეცი. გავიქეცი შორს, დავიმალე, მაგრამ მაინც მომაგენი. არა, წარსულმა "შენ" მომაგნო.

გამახსენდა მოგონებები, თუ ბავშვობაში, როგორ გსიამოვნებდა მეგობრებთან ერთად კალათბურთის თამაში.

მე კი შორიდან გიცქერდი, გულში სულ სხვა ადამიანით, რომელიც შენი მეგობარი იყო და, რომელმაც ის გული საშინლად მატკინა.

კიდევ გავიქეცი, ახლა უფრო შორს, მაგრამ ახლა ახლანდელმა "შენ" მომაგენი.

წარსულისაგან განსხვავებით გაზრდილხარ, კარგად შემოსილხარ, თმებზეც გიზრუნვია. სახე? სახე ყოველთვის ლამაზი გქონდა.

მომაგენი ახლა და მიყურებ მეც განვითარებულს. ოდესღაც მახინჯი გოგონა, ბრეკეტებითა და საზარელი ჩაცმულობით, ახლა ახალ "მე"-ს ვერ მცნობ.

იხსენებ, იხსენებ, მაგრამ, ალბათ, წარსულს შენთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

ნელ-ნელა მიახლოვდები, ვგრძნობ, რომ გინდა, რაღაც გულიდან ამოიღო და წინ დამიდო, მაგრამ ამას ვერ ახერხებ.

ისევ მოიწევ ჩემკენ, მაგრამ მაინც არაფერს ამბობ...

კიდევ უნდა გავიქცე, სადღაც დასაკარგავში, სადაც ვეღარ მომაგნებ, მაგრამ, შევძლებ კი ამას?

Perceive, Recognize, Dear Taehyung...حيث تعيش القصص. اكتشف الآن