1 - მარცხი

196 14 5
                                    


- მეგობარო, წაგება და მოგება ძმები არიანო. გული არ დაიწყვიტო, შემდეგ ჯერზე გაგიმართლებს, - იმედგაცრუებისგან სახეწაშლილ კაცს მხარზე რამდენჯერმე მსუბუქად დაკრა მიმტანმა და გზა გააგრძელა.

მათგან არც ისე მოშორებით, ფანჯარასთან იჯდა ქალი, სავარძლის საზურგეზე თეთრი ბეწვის ქურქი გადაეკიდა და წითლად შეღებილი ტუჩებით სიგარეტს ეწეოდა. წამოდგა, ქურქი ზურგზე შემოიდო და მამაკაცისკენ წავიდა. გვერდით ამოუდგა და დაბალი ხმით, ძლივსგასაგონად უთხრა სიცილით:

- მაინც როგორ იცნობენ ეს ოფიციანტები ადამიანებსა და მათ მიმიკებს, - მერე ბოლოჯერ გამოწოვა ნიკოტინი და ომახიანად ჩაილაპარაკა - წავედითო.

სანამ ქალი ქუსლების კაკუნით მიიწევდა გასასვლელისკენ, კაცს ბოღმა ყელში უჭერდა და თვალებში ნაპერწკლებს უღვივებდა. თითებში მოქცეული ჭიქიდან ღია ყავისფერი სითხე ორგანიზმში ჩაუშვა და სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა დიდი ოთახი. კართან იდგა წითელტუჩებიანი ქალი და მიწაზე მოქცეულ სიგარეტის ნამწვს გაუჩერებლად უსვამდა ფეხსაცმლის წვერს.

-რა ვქნა? - დაიხრიალა კაცის ხმამ.

ქალს პასუხი მზად ჰქონდა და ამავდროულად იცოდა, რომ გააღიზიანებდა ამის თქმით და კბილებს ძლიერად აჭერდა ენას. ბოლოს თქვა:

-აქამდე არ უნდა მისულიყავი.

გაეცინა. ბოლო დროს ასეთი იმედგაცრუებული სიცილით შენიღბვა ხშირად უხდებოდა. ცხოვრების ირონია რა შორს, რა ღრმად მიდიოდა და თან რა უდროო დროს ყოველთვის.

-მაკოცე და ჯანდაბამდე გზა გქონია, - ქალის პასუხმაც არ დააყოვნა.

მეტად აღარ უგრძვნია კაცს იმედგაცრუება. ელოდა კიდეც ასეთ პასუხს. ეს იყო მსუბუქად ნათქვამი - აღარავინ ხარ და დაახვიე. მეტს არც ელოდა. ამ ურთიერთობისგან, როგორც ყველა დანარჩენი წარსულის გადმონაშთი, ურთიერთობის სახექმნილ ქმედებებს შორის არ იყო სული, არც აქ მოიძებნებოდა და, რასაკვირველია, მეტს არ ელოდა . მხოლოდ ბრაზმა აუწვა ყველა წერტილი. ბრაზის იქით გზა არ მიდიოდა. და, რომ შეძლებოდა, ბოროტების შავ აჩრდილს ქუჩაში რომ წამით ჩამოევლო და ხელი აეწია მისთვის, უყოყმანოდ დაუსვამდა ქალის თეთრ, მაღალ კისერს ბასრ ნივთს და მისი სისხლით დასვრილ ხელებს გალოკავდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 24, 2017 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ლოდოსიWhere stories live. Discover now