He

430 30 3
                                    

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ღრუბლიანი დღეა. შეიძლება იწვიმოს.

სკოლიდან გამოვედი და ქუჩას გავუყევი. აქვე ახლოს პატარა კაფეა. ყოველთვის მიყვარს იქ მისვლა. თანაც კარგი ჩაი აქვთ.

კაფეს მივუახლოვდი. კარი გავაღე და შიგნით შევედი. მაშინვე ზარი აწკრიალდა. კაფეში არსებული სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი.

სიმართლე რომ ვთქვა, აქ მხოლოდ კარგი ჩაის გამო არ მოვდივარ. ერთი ადამიანია, რომლის დანახვაზეც გული სიამოვნებისგან სწრაფად მიძგერს. ლამაზი, მწვანე თვალები და კულულები აქვს. ნამდვილი საოცრებაა. ლამაზი ღიმილი აქვს. ნამდვილად დაგატყვევებს მისი ღიმილი. ამავდროულად ძალიან მეგობრულია.

ამ საოცრებას კი ჰარი ჰქვია.

აი, ახლა კი კაფეში მყოფ ხალხს ემსახურება და თბილად უღიმის.

პატარა მაგიდასთან ვჯდები და მას ვუყურებ. ისიც მალე მამჩნევს და ჩემკენ ყურებამდე გაღიმებული მოდის.

- რას შეუკვეთავთ? _ მეკითხება და თავის ლამაზ, მწვანე თვალებს მანათებს.

- აამმ... _ ვიბნევი _ ჩაი, თუ შეიძლება.

ისევ გამიღიმა. უკან მიტრიალდა და წავიდა.

ამოვისუნთქე.

ყოველთვის, როცა მიახლოვდება, ვიბნევი და ნორმანულად ვერაფერს ვპასუხობ. თვალებშიც ვერ ვუყურებ. არ ვიცი რა მჭირს.

მალე მას ჩემი შეკვეთა მოაქვს და წინ მიდებს. ისევ იღიმის. მე კი დატყვევებული ვუყურებ. მზერა ეცვლება და თვალებში მიყურებს, რის გამოც ლოყები მიხურდება და თავს ვხრი.

Larry Stylinson // ImaginesWhere stories live. Discover now