𝑪𝒉𝒂𝒑𝒕𝒆𝒓 𝒐𝒏𝒆 : შეხვედრა ?!

12.9K 184 64
                                    

მზის სხივები მაღვიძებს , თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ ძილი შევიბრუნო , მაგრამ ეს რაღაცა ჯანდაბა არ მაძინებს .

ძალდატანებით ვახელ თვალებს და პირველი ჩემს ჭერს ვხედავ , ხელი გადავწიე და ტელეფონი ავიღე , საათს რომ დავხედე თვალები გამიფართოვდა .

სკოლაში მაგვიანდებოდა , დიახ მე ჯერ კიდევ სკოლაში დავდივარ , მყავს ორი დაქალი , ელიზაბეტი და ნინა , ასევე მყავს დედა 33 წლის ხოლო მამა , გარდაიცვალა როდესაც 10-ის ვიყავი კარგით დანარჩენს მერე გაიგებთ .

უიჰჰ სულ დამავიწყდა ჩემზეც მომეყოლა რამე მია სმიტი , 17 წლის  ვარ 12-ე კლასში
ეხლა კი ძალიან ვაგვიანებ , ამიტომ
დანარჩენს მერე გეტყვით .

დაბლა ჩავედი დედას მივესალმე , მაგიდაზე დადებული ბარათი ავიღე და სახლიდან უნდა გავსულიყავი როცა დედამ გამაჩერა .

-რახდება ? ( ვიკითხე გაურკვევლობაში მყოფმა )
-დღეს ადრე მოდი
-რატომ ?
-ვიღაც მინდა გაგაცნო
-ვინ ? ( ვიკითხე დაინტერესებულმა)
-ეხლა წადი და მერე გაიგებ .
-კარგი ? (კითხვასავით გაჟღერდა )
-წადი მიდი აგვიანებ .

სახლიდან აბნეული გამოვედი , ელიზაბეტს გავუარე ჩემსგან ორი სახლის მოშორებით ცხოვრობს , მერე კი ნინოსაც შევუარეთ და ერთად წავედით ,სკოლაში .

დღემ ძალზედ უინტერესოდ ჩაიარა , როგორც ყოველთვის , მასწავლებლები და წიგნები .
ეხლა კი სახლში მივდივარ , ნინი და ელიზაბეტი კაფეში დასხდნენ  , მე კი იმის გამო რომ დედამ მთხოვა სახლში წავედი .

სახლში როგორც კი შევედი სამზარეულოდან სასიამოვნო სუნი გამოდიოდა , შევიხედე და დედა დავინახე რომელიც ფუსფუსებდა .
-დეე! მოვედი .
-კარგი
მასთან მივედი და ვაკოცე .
-ოთახში ვიქნები როდის მოდის ის შენი სტუმარი ?
-საღამოს
-კარგი , თუ დამეძინა გამაღვიძე
-კაი .

ოთახში ავედი და ეგრევე ლოგინზე დავემხე , მერე კი ისე ჩამეძინა არც კი ვიცი ...

𝗠𝘆 𝗛𝗼𝘁 𝗦𝘁𝗲𝗽𝗳𝗮𝘁𝗵𝗲𝗿  ✅Where stories live. Discover now