წერილი

70 3 0
                                    

აღარ ვიცი უკვე მერამდენე წერილია და არც ვიცი როგორ დავიწყო წერა ამ თემაზე, რაღაც მინდა მოგიყვე, ჩემი სისუსტის შესახებ. მართლა არ ვიცი ეს როგორ დამემართა, მეც ძალიან მატკინეს ერთხელ გული და მეც იგივე გავაკეთე, ძალიან მრცხვენია ჩემი თავის, არ მეკადრება ასეთი რაღაც არ ვიცი გამიგებ,მაპატიებ თუ ჩემზე შეგეცვლება წარმოდგენა, ამის გაგების შემდეგ არ ვიცი გექნება თუ არა ჩემთან ურთიერთობის სურვილი. ვიცი იმედს გაგიცრუებ და ძალიან გატკენ გულს, რაც ძალიან არ მინდა, ან საერთოდ უნდა გავმქრალიყავი შენი ცხოვრებიდან ან უნდა მომეყოლა, არ მინდა რომ გავქრე, ვარჩიე რომ მოგიყვე და შენ მოგენდო. არ ვიცი ამ წერილს როდის გამოგიზავნი ძალიან მეშინია, მეშინია რომ დაგკარგავ, მე ძალიან სუსტი ვარ, ვერ მოვერია ჩემს თავს, სისულელე ჩავიდინე, სირცხვილით როგორ გთხოვო პატიება? არცერთი წამით არ გავიმართლებ თავს არ დაგიმალავ არაფერს შეიძლება ძალიან დიდი წერილი გამომივიდეს მაგრამ ყველაფერს დეტალებში მოგიყვები, ძალიან გთხოვ რომ კარგად დაფიქრდე ამ ყველაფერზე, კარგად გაიაზრო რასაც მოგწერ, კიდევ გეტყვი რომ თავის გამართლებას არ ვაპირებ,ყველაფერს გეტყვი ისე როგორც იყო და როგორც ვგრძნობდი თავს.

ერთ წერილში გწერ რომ ყველამ ძალიან თბილად და დიდი სიყვარულით მიმიღო მაგრამ მეგონა რომ მაინც უცხოდ და მარტო ვიყავი მანამდე სანამ თევდორესთან დავახლოვდებოდი. რატომ? იმიტომ რომ თევდორემ იცოდა ჩვენზე, პირველ სასამართლომდე დამამატა ფეისბუქზე პირველად პირველ იანვარს ვნახე, მეორედ მაშინ პირველი წერილი რომ გამოგიგზავნე მოგიყევი მგონი კიდეც მაგ დღეზე, არაყი დამალევინეს. მე და თევდორეს მანამდეც გვქონდა გულწრფელი საუბრები და მითხრა: სანამ დაიჭერდნენ მანამდე შენზეც მელაპარაკაო მისი მონაწერი არ წამიშლია და განახებო სახლში რომ მივედი სურათი გამომიგზავნა სადაც ეწერა: ელი ახალია ვინმე? შენ გქონდა მინაწერი რომ არა ეს ის არის ჩემი კლასელი რომელიც ძალიან მომწონსო, მე და თევდორე დავმეგობრდით მკითხა თომა გიყვარსო? კი ძალიან მიყვარს და ძალიან ძვირფასია ჩემთის მაგრამ ისე არა როგორც შენ გულისხმობთქო, ვუთხარი რომ ჩვენ ვისაუბრეთ, ურთიერთობაზე მოვუყევი გაურკვევლობაში ვარ თქო შენც არ მელაპარაკებოდი საერთოდ ამაზე და არც იყო ჩვენი ურთიერთობის გარკვევის დრო ნუ მოკლედ ვისაუბრეთ ამ თემაზე როგორც მახსოვს ერთ წერილში დაგიწერე მე და თევდორე გიყურებდით შენც ჩვენსკენ იყურებოდი თევდორემ მითხრა: შენ გიყურებსო და გამეცალა, მარტო დამტოვა, რომ მხოლოდ ჩემთვის გეყურებინა. აი ისეთი თვალები გქონდა დაჭერის დღეს დედიკომ ფოტოები რომ გადაგიღო, თევდორეს რომ გავხედე თანაგრძნობა ვიგრძენი მისგან, თითქოს მარტო აღარ ვიყავი, მხოლოდ ის იყო იქ რომელმაც იცოდა ეს ამბავი ჩემიანად ჩავთვალე და აღარ ვიყავი უცხოდ შენი ახლობლების გარემოცვაში. დავმეგობრდით, სასამართლოს გარეთაც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ჩემი მეგობრები გავაცანი მართა,თინა და სალომე. ჩემთანაც იყო სახლში, მართასთანაც ვიყავით,მართას ძმაც გავაცანი,ალექსანდრე და ლუკა, მართას მამიდაშვილი. ახლა გადავალ მთავარზე რა იყო როგორ იყო და საიდან დაიწყო.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ელიWhere stories live. Discover now