ೃ࿔₊• 1/1 ೃ࿔₊•

153 25 28
                                    

ისევ ზამთარია, მაგრამ არც ისე ცივი. მაშინდელივით არც ძალიან ყინავს, არც თოვს, არც წვიმს...

უსიცოცხლო ზამთარია, მწვანე ბალახით, გაყვითლებული ხეებით და აქაიქ აყვავებული, წითლად მოღაღანე ვარდებით.

ახლაც კვლავ ტყეს ვსტუმრობ, ეს მოხუცი, ძალაგამოლეული თეჰიონი...
მაგრამ მაინც მსურს რომ ისევ ვიხილო ის, ისევ ვუცქირო საათობით რომ თვალთახედვა მისი სილამაზით დავიმშვენო.
სიმღერები მივუძღვნა, ვუმღერო იმ იისფერ ქალღმერთს...

ოღონდ ერთხელ მაინც ვნახო და ამის მერე აღარ ვიარსებო, ვნახო თუნდაც სვავებს დაუგლეჯიათ ჩემი ხელმოცარული ლეში, სული წართმევიათ და სხეული გაუპარტახებიათ,
ნეტავ კი ისევ დავინახო იისფერი სული...

მაშინდელივით კვლავ გაზაფხული იქნება მისი გახსენებისას ჩემს გულში, მისი ნიჭი და სილამაზე კვლავ გააყვავებს იებს ჩემს სულში, იასამნებს და ლავანდებს გადაფურჩქნის, მე კი მას სიმღერას ვუმღერებ, ამით მაინც ავუხსნი სიყვარულს...

ახლაც ტყეში დავიარები, ვეძებ ყვავილებს, იისფრად შეფერილს, უნდა დავკრიფო, ვაჩუქო მას და გავახარო...
იმედით ვცოცხლობ, კვლავ მისი ნახვის იმედით.

მინდა კვლავ ვიხილო მისი იისფერი კაბა და შავი დალალები ჰორტენზიების იისფერ ბაღში...
მაშინდელივით პეპელასავით რომ თავზე ევლებოდა ყვავილებს, დანათოდა თავის ლამაზ მზერას. აყვავებდა, ახალისებდა, აღიმებდა ყვავილებს, კომპლიმენტებით რომ დახუნძლავდა და ააკისკისებდა მწიფე იისფერ ყვავილებს.
გულს მინათებდა...
როგორ აბედნიერებდა მათ, ეს იისფერი სიყვარული...
და იმ ახალგაზრდა თეჰიონის გულსაც რომ ალმასივით აკაშკაშებდა...

მეც მაბედნიერებდა, ახლაც მაბედნიერებს, მისი გახსენება კვლავ ღიმილს იწვევს ჩემს ღრმა ნაოჭებიან, უხეშ სახეზე...

ღმერთმანი, რამდენმა დეკადამ გაიარა, ალბათ ორმა, ან თუნდაც სამმა...
ნამდვილად აღარ მახსოვს...
მხოლოდ მისი მზერა და ის მოგონებები ჩამრჩა გონებაში მაშინ რომ მოვესწარი...

𝘔𝘰𝘯 𝘳𝘦𝘷𝘦 𝘷𝘪𝘰𝘭𝘦𝘵Where stories live. Discover now