𝙲𝚊𝚕𝚒𝚏𝚘𝚛𝚗𝚒𝚊 𝚒𝚜 𝚏𝚘𝚛 𝚕𝚘𝚟𝚎𝚛𝚜

258 26 52
                                    


მოგზაურობა მიყვარდა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე წარმოდგენა გაქვთ.
მთელი ჩემი ცხოვრებაც ხომ მოგზაურობაში გავატარე...

ნარკობარონობა არაა ადვილი საქმე. მითუმეტეს როცა საქმე იარაღს, ფულს და ნარკოტიკებს ეხება. მათთან თამაში კი ნიშნავს რომ ეშმაკს სული მიჰყიდო და მისი მარიონეტი გახდე. შიშით ელოდო როდის მოისურვებს რომ სული გაგაძროს და მარადიულ წყვდიადში გამოგკეტოს.

როცა ნარკოტიკები გადაგაქვს, ყოველდღე ან შიშით იღვიძებ, ან კოკაინით და ალკოჰოლით გაბრუებული.

ზოგჯერ გაქცევაც გიწევს იმ ბინძური ფულის გამო, რომელსაც ნაგავი ფხვნილისთვის იღებ, რომელიც ვერანაირ შვებას ვერ გაძლევს.

იმ იაფფასიან კახპებსაც იშორებ საწოლიდან, რადგან უკვე ჭკუიდან გადაგყავს მათი ტვინისწამღები კვნესა და შენც დაუკმაყოფილებელი რჩები.

ჯონ ჰოსოკი ვიყავი.

ოთხმოციანი წლების განთქმული ნარკობარონი.
ორმოცდაათ ქვეყანაში ტრიალებდა ჩემი სახელი და ბინძური ფხვნილი.
ნარკოტიკებს ვაკეთებდი და ზოგჯერ ჩემითვე გადამქონდა, რადგან მაშინვე მაწანწალა ძაღლივით მიყვარდა მოგზაურობა.

კორეაში დიდძალი მფლობელობა იყო ჩემს სახელზე.
ღამის კლუბები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, რესტორნები და კაფეები.
ყველაფერი მქონდა რაც მილიარდერს მხდიდა.

მაგრამ, განა კაცი ისეთი სულელია რომ ერთი ხელის მოსმით დაკარგოს ყველაფერი?

მაშ ყოფილა.

კაცი მაშინ კარგავს ყველაფერს როცა ქალი ისაკუთრებს მის მთელ არსებას

ოჰ ეს ქალები, ქალები, ქალები...

ვაღიარებ და მათზე ძლიერი და გამჭრიახი, თვით მაფიაც კი არ იქნება.

ნარკობარონობაც კი არაა მათზე საშიში რამ.
ქალი ხომ შეგაყვარებს თავს, გველივით შემოგეხვევა ყელზე, სიამოვნების მორევში ჩაგძირავს, მთელ სხეულზე ვნების ალს მოგდებს, ბოლოს კი სასიკვდილოდ დაგჭრის გულში და საბოლოოდ მიგატოვებს.

𝓣𝓱𝓮 𝓠𝓾𝓮𝓮𝓷 𝓞𝓯 𝓣𝓱𝓮 𝓖𝓪𝓼 𝓢𝓽𝓪𝓽𝓲𝓸𝓷Where stories live. Discover now