...

165 34 30
                                    

-იან, როგორ მიყვარხარ, იცი?

-დავფიქრდები. მგონი არა, არ ვიცი. მაჩვენე აბა როგორ გიყვარვარ.

-მთელი კოსმოსი რომ გააერთიანო, მთელი გალაქტიკა, იმაზე მეტად. წარმოგიდგენია?

-წარმომიდგენია.

-არა.

-რა არა?

-ვერ წარმოგიდგენია.

-რატომ?

-იმიტომ.

-მე იცი როგორ მიყვარხარ?

-არა, არ ვიცი. მითხარი.

-აქედან ვარსკვლავებამდე მანძილი ხომ იცი? აი მაგდენჯერ.

-არ ვიცი.

-სულელი ხარ.

-ჰო, სულელი ვარ.

-ყველაფერზე რატომ მეთანხმები?

-იმიტომ, რომ სულელი ვარ.

-ჩემი სულელი.

-კირას სულელი.

-იცი რა? ორივე სულელები ვართ.

-რატომ?

-რადგან ერთმანეთი გვიყვარს.

-ცდები, ეს სიგიჟეა.

-ყველაზე კარგი სიგიჟე, რაც კი აქამდე ჩამიდენია.

-ისევ ცდები.

-რა?

-ჩაგვიდენია.

-ჰო, ერთად.

-მომავალში კიდევ ბევრს გავაკეთებთ. ხომ ასეა?

-ჰო, ასეა.

-ყველა ოცნებას ავისრულებთ და ერთად ვიქნებით.

-შეიძლება.

-ვიმოგზაურებთ და წავალთ იქ, სადაც ჩვენ მოგვინდება. ხომ მეთანხმები, იან?

-უკვე წარმოვიდგინე. ძალიან ლამაზი ხარ ჩემს ფიქრებში.

-ახლა არა?

-ახლა უფრო ლამაზი ხარ.

𝒜𝓁𝓁 𝒪𝒻 ℳℯDove le storie prendono vita. Scoprilo ora