Chapter 1

52 3 2
                                    

I'm choosing myself
Chapter 1
- მომესმა?
- არა, არ მოგესმა!
- მაშინ დამცინი. ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე
- მილი სერიოზულად. მობეზრებულად გადაატრიალა თვალები
- არვარ ხუმრობის ხასიათზე
- და ვინ ხუმრობს?
- შენ რა, მართლა დამცინი?
- რამდენჯერ უნდა გაგიმეორე რომ სეროზულად გეუბნები - კითხვასავით გაიჟღერა მისმა ნათქვამმა
- როგორ თუ სერიოზულად? ბავშვობიდან მოყოლებული გევედრებოდი, რომ იმ ბანაკში წამოგყოლოდი, რას არ ვაკეთებდი ამის გამო და ახლა როცა გავიაზრე რამდენად იდიოტობაა ის რასაც იქ აკეთებთ, მოდიხარ და თვითონ მთხოვ, რომ წამოვიდე.
- და რაარის ამაში უცნაური? - ხელები ჰაერში აზიდა და მოწყვეტით ძველ მდგომარეობას დაუბრუნა
- ასე რომც არ იყოს, უბრალოდ არ მინდა წამოსვლა - წამოვდექი და ჩემსოთახში დავაპირე წასვლა
- უნდა წამოხვიდე - ხელი წამავლო და ისევ სკამზე დამსვა
- ჯეიმს არ გესმის? არ მინდა წამოსვლა - დამარცვლით ვუთხარი
- მეკი გეუბნები რომ უნდა წამოხვიდე - ბოლო სიტყვა მანაც ჩემსავით დამარცვლა
- და რით ახსნი ამის აუცილებლობას?
- მილი, უბრალოდ უნდა წამოხვიდე
- ჯეიმს, მოდი რაღაცაზე შევთანხმდეთ, მეტყვი იმის რეალურ მიზეზს, თუ რატომ მთხოვ ასე დაჟინებით იქ წამოსვლას, მე კი წამოვალ. რაარის ამაში რთული
- და იმ შემთხვევაში თუ არ მინდა ამის თქმა?
- მაშინ შეგიძლია ძველებურად ჩემს გარეშე წახვიდე.
წამოვდექი და კიბეზე ავირბინე, რადროსაც ისევ ჯეიმსის ხმა მომესმა
- და თუ ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ?
სწორედ ამის თქმას ველოდი მისგან, ირონიულად გავიღიმე და კიბეებიდანვე დავუყვირე
- შევთანხმდით
თვითონაც კარგად ხვდებოდა, რა იქნებოდა ის ერთი სურვილი
- ცხრისთვის მზად იყავი - ისევ მან ამომძახა, მე აღარაფერი მიპასუხია, ოთახში შევედი და საწოლზე მოწყვეტით დავეცი. მალევე წამოვდექი და ჩანთის ჩალაგება დავიწყე, რაც არც ისე დიდხანს გამიგრძელდა, საათს დავხედე და მივხვდი, რომ ზედმეტად გვიანი იყო, შხაპი მივიღე და მალევე დავიძინე.
- მილი, ადექი დაგვაგვიანდება -
ნაცნობი ხმა ჩამესმის, ხო ეს ჯეიმსის იდიოტური ყვირილი იყო, როგორც მას სჩვევია ხოლმე
- ვდგები. მეც ისევე დავუწივლე როგორც თვითონ, საათს რომ დავხედე დილის შვიდი იყო. ჯანდაბა, ეს ბიჭი ნამდვილად დამცინის.
ალბათ გარკვეული შეხედულებები შეგექმნათ ჯეიმსზე, გაურკვევლობაში რომ არ ჩავარდეთ ის ჩემი ძმაა, ძმა რომ არ იყოს აქამდე ნამდვილად მოვკლავდი.
- ვერ გიტან. ისტერიულად დავუწივლე, რის შემდეგაც მთლიანად საბანში გავეხვიე და ძილის გაგრძელება ვცადე, თუმცა როგორც ყოველთვის არ გამომივიდა.
ნახევარსაათიანი უაზრო წოლის შემდეგ წამოვდექი, და კიბეებზე ჩავირბინე სადაც სამზარეულოში მოფუსფუსე დედა შევნიშნე.
- დილამშვიდობისა - ვუთხარი და გვერდით მივუჯექი. მანაც იგივეთი მიპასუხა.
მალევე ვისაუზმე, ოთახში დავბრუნდი და თმა დავისწორე, ზოლიანი პერანგი და შავი არცისე მოტკეცილი ჯინსი ჩავიცვი, შავივე კედებით, ყოველი შემთხვევისთვის მოსაცმელსაც დვავლე ხელი. დაბლა რომ ჩამოვედი ჯეიმსიც იქ დამხვდა, ალბათ იფიქრა რომ დღევანდელ საქციელს შევარჩენდი, თუმცა ნურას უკაცრავად.
- ჯეიმს, ზემოთ ჩემი ჩანთაა, გაიქეცი და ჩამომირბენინე საყვარელო - ვითომ ტკბილად გავუღიმე, და ცალი ლოყა გავუწელე. დამაიგნორა, რათქმაუნდა ამაზე არ გავჩერებულვარ.
- კარგი მაშინ კარგი დროის გატარებას გისურვებ, ბიჭები მომიკითხე - ისევ იგივენაირად გავუღიმე. აღარაფერი უპასუხია, თვალები გადაატრიალა და ზემოთ ავიდა.
ცხრისნახევარზე ბიჭები ჩვენთან იყვნენ, დედას დავემშვიდობეთ და მათკენ გავემართეთ.
ტრადიციულად ოლივერის მანქანით მივდიოდით, დევიდს საწყალი ლეკვის თვალებით შევხედე, რამაც როგორც ყოველთვის შედეგი გამოიღო და წინ, ოლივერის გვერდით მოვკალათდი.
ყველას მივესალმე, და შემდეგ როგორც მჩვევია, უამრავი კითხვა დავაყარე, რასაც ჯეიმსის ყვირილი მოყვა, მეც უკან დაბრუნებით დავემუქრე, ნამდვილად არ ვიცი იმის მიზეზი თუ რატომ უნდა ჩემი იქ წასვლა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს არ მსიამოვნებს.
გზაში როგორც ჩანს ჩამეძინა, ყოველთვსი ასე ხდება როცა გამოუძინებელი ვარ.
უკვე იქ ვიყავით როცა გამოვფხიზლდი. იქაურობას თვალი მოვავლე, თან თვალებს ვიფშვნეტდი.
- მოიცა, აქ რა უნდა გავაკეთოთ? ვიკითხე ხშირი ტყის დანახვისას, სადაც ჩვენს გარდა არავინ იყო
- აქ არაფერი - მოკლედ მომიჭრა ნიკოლასმა
- ვერგავიგე - კითხვასავით გაიჟღერა ჩემმა ნათქვამმა
- რას ვერ მიხვდი მილი, ფეხით უნდა განვაგრძოთ გზა - მობეზრებით მითხრა დევიდმა
- ჯეიმს, აღარ შეგახსენებ იმას რომ ჩემი ჩანთა შენ უნდა წამოიღო
- ჯანდაბა, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება? თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა ამისთვის ყურადღება არავის მიგვიქცევია.
ტყეში ღრმად შევიჭერით, ნახევარსაათიანი ბოდიალის შემდეგ, დაქანცულებმა ძლივს მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს.
სასიამოვნო გარემო იყო,
ყველაზე მეტად რაც მომეწონა ჩემს სახეზე ცივი ნიავის შეგრძნება იყო. კარვები  გაეშალათ და ზოგი რას თამაშობდა ზოგი რას.
ბიჭებმა ვიღაცეების მოკითხვა დაიწყეს, მეკი უხერხულად ვიდექი, სანამ დევიდი მაინც ვერ მიხვდა იმას რომ ისინი ჩემთვს გაეცნო.
კარვების გაშლა დავიწყეთ, როცა ჯეიმსმა მოულოდნელად ამოიოხრა
- ჯანდაბა ვულფჰარდიც აქაა
- როგორც შევთანხმდით, აღარ განმეორდება ის რაც წინა წელს იყო  - გაბრთხილებასავით უთხრა ოლივერმა
- ეს მასზეა დამოკიდებული - უპასუხა ჯეიმსმა
- იცოდე თუ რამეს არასწორად იზავ ბევრი რამის დაკარგვა მოგიწევს, რასაც თვითონაც კარგად ხვდები.
ბიჭები იგივეს განაგრძობდნენ, იდიოტურად ბჭობდნენ, როგორც სჩვევიათ.
- ჯანდაბა იქნებ ამიხსნათ რახდება, ვინ არის ვულფჰარდი და რის დაკარგვაზე საუბრობთ? - როგორც ჩანს იმაზე ხმამაღლა მომივიდა ვიდრე ეს მინდოდა, რამაც ყველას მზერა ჩემსკენ მომართა
- მილიი - გაწელვით მითხრა ოლივერმა
- რა ოლივერ, რა? ისევ იგივე ტონით ვუთხარი
რაღაცის თქმას აპირებდა როცა ვიღაც მაღალი, ხუჭუჭა თმიანი ბიჭი მოგვიახლოვდა, ირონიული მზერით
- ბრაუნ, მეგონა წელს აქ შენი ხილვის ბედნიერება არ მექნებოდა - ჯეიმსს უთხრა და ხუთივე ჩვენგანი შეგვათვალიერა
- შენწარმოიდგინე და გაქვს - უთხრა ჯეიმსმა, ისე, რომ მისთვის მზერაც არ გაუსწორებია
ფინი ისევ რაღაცის თქმას აპირებდა, როცა ვიღაც გოგომ დაუძახა, რის შემდეგაც მისი სახელიც გავიგე
- რაღაცეების ახსნა მოგიწევს - ალმაცერად შევხედე ჯეიმსს
- ახლა არა - მოკლედ მომიჭრა.
ერთ-ერთმა გოგონამ, როგორც შემდეგ გაირკვა სახელად მედისონმა, რომელიც როგორც ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორია, რამოდენიმეჯერ ტაში შემოკრა და ყურადღება მოითხოვა, როცა ყველა გაჩუმდა მანვე დაიწყო:
- როგორც ჩანს წელს ბევრი ახალი გვყავს, წესების ახსნა-განმარტებას აღარ დავიწყებ, ვფიქრობ ასე თუ ისე გეცოდინებათ, წელს მხოლოდ ერთი სიახლე გვაქვს, თქვენივე ნება-სურვილით აირჩევთ გუნდებს,დანარჩენი ისევ ძველებურად იქნება, თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მკითხოთ.
რამოდენიმე კითხვა დაუსვეს, ქულებთან და გადანაწილებასთან დაკავშირებით, რაც მე უკვე კარგად ვიცოდი, ამიტომ მოსმენით თავი არ შემიწუხებია.
15 წუთში გადანაწილება დავიწყეთ,ბუნებრივია  მე და ბიჭებმა ერთი გუნდი ავირჩიეთ, სადაც ჩვენს გარდა კიდევ ხუთამდე მონაწილე იყო.

საღამოსთვის უკვე ყველა კარავი გაშლილი იყო, პიცები მოიტანეს, სასმელიც, კოცონი დავანთეთ რათა ერთმანეთი უკეთესად გაგვეცნო, თუმცა იქ მყოფთა უმრავლესობა იცნობდა ერთმანეთს.
ერთ-ერთმა გოგომ ჩვენი გუნდიდან, სთუმის თამაში შემოგვთავაზა, თამაშის განწყობა ნამდვილად არ მქონდა, თუმცა მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდოდა ჯეიმსისგან სიმართლე მომესმინა, ფინთან მომხდარის შესახებ...


მოკლედ და კონკრეტულად, ვიტყვი მხოლოდ იმას , რომ არაფერს ვიტყვი))
შემდეგ თავში შევხვდებით...🌟

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 14, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝐈'𝐦 𝐜𝐡𝐨𝐨𝐬𝐢𝐧𝐠 𝐦𝐲𝐬𝐞𝐥𝐟 (დაუსრულებელი)Where stories live. Discover now