Soulmates

157 28 57
                                    

ახლა, უბრალოდ მოგიყვებით ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელიც ჩემი აზრით, თქვენც უნდა მოგეწონოთ.

მკითხავთ, ხომ როგორ გავიცანი მაღალი, ლამაზი, სუსტი არსება, ყავისფერი, სწორი თმით, რომელიც მხრებს ცოტათია გაცდენილი და რომელსაც ამავე ფერის თვალები აქვს?

გავიხსენებ.

ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო.

"გამარჯობა, ცოტათი მოვიწყინე, მეგობრებიც არ მყავს ბევრი... შეიძლება გაგიცნო?"

პირადად არ ვიცნობდი. სოციალურ ქსელში მიპოვა და იფიქრა, რომ მასთან საუბარი მომინდებოდა.

მართალიც იყო.

პირველ შეტყობინებაზე პასუხი დავაგვიანე, რადგან ცოტა არ იყოს გამიკვირდა, უცნობი ადამიანისგან ასეთი წერილი.

"მაპატიე, შენ არც კი მიცნობ... უბრალოდ გაცნობა მინდოდა, მაგრამ უხეშად გამომივიდა. უცნობ ადამიანს რატომ დაელაპარაკები. ბოდიში..."

ავფორიაქდი.

მასთან საუბარი მინდოდა, მაგრამ ვაწყენინე.

"ღმერთო, არა, უბრალოდ არ ველოდი, გამიკვირდა... სასიამოვნოა, შეგვიძლია გავიცნოთ ერთმანეთი!"

ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

___

-ღმერთო, ლილა, რას აკეთებ?

პარკში ვიყავით, უამრავ ატრაქციონზე ვისხედით, ხან- ვსეირნობდით, მაგრამ მაგას მოგვიანებით მოგიყვებით.

პარკის შუაგულში დიდი შადრევანი იყო. ბავშვები მისით ერთობოდნენ და ერთმანეთს წუწავდნენ, მაგრამ მათ შორის ლილაც იყო. ფანტანებს შორის დარბოდა, იცინოდა და თან მეც მისკენ მიბიძგებდა.

გამეცინა.

მეც მისნაირი ვიყავი, ამიტომ ჩემს ჭკუას არ დაუშლია ლილას ნათქვამი და უმალვე მას შევუერთდი.

ĐècałcømanìaWhere stories live. Discover now