we just tried

4.8K 121 15
                                    

ოდნავ გაღებული ფანჯრიდან შემოსული გრილი ნიავი, მასთან მდებარე მოძრავი ფარდები, ბზარი კედლის კუთხესთან, მონმარტის დაფა ოთახის ბოლოში, ცენტრში მდგარი საწოლი, ჩვენს მაღლა დაკიდებული ნახატები, მაგიდაზე მდგარი წითელი, ოთხმოციანების დროინდელი მაღალგრადუსიანი ღვინის ბოთლი, არიელი და-

არიელი და მე. სიზმარი არაა.

არც მისი წითელი ღაწვების ხილვაა ასე ახლოდან ჩემი ილუზიის უნაყოფო ნაწილი, მართლა მაწევს გულ-მკერდზე და მშვიდად სძინავს. არიელის პირიდან გამოსული ჰაერი მოღეღილ ლავიწებზე მეცემა, მაჟრიალებს მაგრამ არ ვინძრევი, არ მსურს მშვიდი ძილი დავურღვიო და მომხდარი ჯანდაბაში გავაგზავნინო

ნესტის სუნი დგას. ცოტა ხნის წინ ძლიერად წვიმდა, ასე მეგონა, ცოტაც და ფანჯრებს შემოამტვრევდა, წყალი შიგნით შემოასხამდა და ორივე დავსველდებოდით. ამგვარი ამინდი იყო მიზეზი იმისა, თუ რატომაც შემომთავაზა მასთან დარჩენა მანამ, სანამ წვიმა არ გადაიღებდა

ცოტა ხანში მოწყენილობამ დაისადგურა, ფიქრები გამიზიარა, მოდი ცოტა დავლიოთო, უარი ვერ ვუთხარი, ისეთი მუდარით მიმზერდა. ცოტა კიარა შევყევით, არიელს ბევრად მეტი მოუვიდა, კოლეჯის ამბებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტებად იხსენებდა. ისიც მომიყვა ბიჭი რომ უყვარდა, გრძნობები გაუზიარა, იმან კიდევ უხეშად რომ ვთქვათ სანაგვეზე მოისროლა

არ დამავიწყდება ის სიტყვები, უზარმაზარი ზიზღით რომ წარმოთქვა, სახე დამანჭა, წარბები შეჭმუხნა, ცოტახანს იატაკს მიაშტერდა და ამის შემდეგ, მკაცრი მზერით ამომხედა

"მამაკაცები ცოდვილები არიან, მე მძულს ისინი."

მგონი, შემეშინდა.
რადიოსთან ფეხების მტვრევით მივიდა, რაღაც ათწლეულების წინანდელი ჰიტი ჩართო "dancing for the rain". თავიდან წაბორძიკდა, მივიწყებულ მელოდიას ტანი ააყოლა და მთელი საძინებელი ღიღინით შემოიარა. ნაზად იცინოდა, ყურებამდე იღიმოდა, ცდილობდა ცხოვრების იმ მწარე დღეებითაც დამტკბარიყო, ღმერთმა რომ უმოწყალოდ უბოძა

Want It 🔞 || One Shot ||Where stories live. Discover now