🔞TEACHER JIMIN 🔞

15.3K 250 43
                                    

"იქნება +18 სცენა და თუ არ გსიამოვნებთ არ წაიკითხოთ!"

*შ\ს-ს თვალთაზრისი*
- როგორ გაბედე?! - ზედ გადავაჯექი და ისე ვურტყამ, მთელი ძალით ვურტყამ - თეჰიონი! მოკგლავ! - ვგრძნობ ხელებს, რომლებიც მაკავებს და მის სხეულს მწყვეტს - ნუ მეხები!  -  ვეღარ ვმოძრაობ, უკვე ფეხზე დამაყენა ჯინმა და ხელებს ძლიერად მიჭეს.

- შ\ს, გთხოვ გაჩერდი! აღარ გინდა - ნია!

ჯინს ხელიდან ვუსხლტები და მუხლებზე დაცემულ ნიასთან ვიმუხლები.

- შ\ს - ცრემლები უსველებს ქათქათა ლოყებს.

- ნია მაპატიე - თვალებში ცრემლები მიდგება, ყველანაირად ვცდილობ თავის შეკავებას.
ღმერთო როგორ შეგიძლია ასეთი ადამიანები ამ ქვეყანას მოავლინო?

- აქ რა მოხდა?! -  მძულს ეს ქალი. სწრაფი ნაბიჯით გვიახლოვდება, წამიერად ჩერდება - ეს...თეჰიონ! - მისკენ წავიდა - ეს ვინ გააკეთა?!

- მე! ახლა რაც გინდათ ის მიქენით! -  ღრმად ჩაისუნთქა და ბოლო ხმაზე იყვირა.

- ჩქარა დირექტორის კაბინეტში! -  უცებ ორი გოლიათი მეცა, გვერდში ამომიდგნენ და სკოლის შენობისკენ მიბიძგეს. დავემორჩილე.

მატომ ჩნდებიან ქვეყანაზე თეჰიონის ნაირი არაკაცები, რომლებიც ისეთ გულუბრყვილო გოგოებს როგორიც ნიაა ცხოვრებას უნგრევენ? რატომ არ აგებენ პასუხს? ცოტაც დამაცადე კიმ თეჰიონ, სულ ცოტაც.

ამასობაში დირექტორის კაბინეტის წინ აღმოვჩნდი.  დააკაკუნა და კარი ბოლომდე შეაღო,
ერთმა ძლიერად მიბიძგა და შიგნით შემაგდო. ორივე შემომყვა, გვერდით ამომიდგნენ. მობეზრებულად ვავლებ თეთრ ფერში შეღებილ ჩემთვის უკვე ნაცნობ კაბინეტს თვალს, ყველაფერი იგივე, არაფერი შეცვლილა.
ოთახში ჩვენს გარდა კიდევაა ვიღაც, ვიღაც უცნობი. შავი მომდგარი შარვალი, შავი მაისური და ისევ შავი პიჯაკი, კომფორტულად ჩამჯდარიყო დირექროეის მაგიდის წინა სავაეძელში. საერთოდ ვინაა?

ONE SHOOT BTS 🔞⚡Onde as histórias ganham vida. Descobre agora