- შეიძლება საუკეთესო მოცეკვავე იყოს შენი ცეკვის პარტნიორი, მაგრამ თუ ერთმანეთს ვერ გრძნობთ არაფერი გამოვა.. - თქვა და ჭიქა მაგიდაზე დადო. მისი სიტყვები ცეცხლს მიჩენდა ორგანიზმში. იმედი მაქვს ამას ვერ ხვდებოდა. სანამ ვუპასუხებდი დაამატა : - ცეკვა ურთიერთობაა. ურთიერთობა მუსიკასთან და შენს პარტნიორთან. ორივეს ბოლომდე უნდა გრძნობდე. მე კი ვფიქრობ, მუსიკას და შენ ყველაზე უკეთ ვგრძნობ. - მიყურებდა. თვალებით მაშიშვლებდა და იმ წუთებში უკვე კარგად ვხვდებოდი, რომ თვითონაც იცოდა რასაც მიკეთებდა.....