❝შენ ჩემი ოქრო ხარ, სონჰი.❞ ეკალ-ბარდებივით აეხლართა ფეხებქვეშ მისი გრძელი მზისფერი თმები, ქსელებმა თანდათან მისი ნაძერწი სხეულიც კი მოიცვა, მაგრამ არ შთაუნთქავს. ნაცვლად უბრალოდ ლაქად გადაესვა მის კერამიკას და ფაიფურის სხეულში გაჩენილი სხვადასხვა ზომის ბზარები დაფხვნილი ოქროთი, წრფელი სიყვარულით, ამოუვსო. მათთვის, ვისაც გამთელების, ნაფლეთებად ქცეული გულის ოქროთი ამოვსების, სჯერათ.