რა აზრი აქვს ცხოვრებას? იბადები, გადის წლები და უბრალოდ კვდები. ამაზე ბევრს არასდროს ვფიქრობდი. ეს უბრალო პერიოდად მიმაჩნდა, რომელსაც ადამიანი არსებობისას გადის, როგორც ერთი დიდი, დაუსრულებელი დღე. ალბათ ცხოვრების აზრს იქამდე ვერ ჩაწვდები სანამ სიკვდილის პირას არ იქნები. ამ დროს ხვდები, რომ კიდევ უამრავი რამის გაკეთება გინდა, რაღაცების რასაც ვერასდროს გაბედავდი, გინდა მთელს ხმაზე იყვირო, რომ ყველამ გაიგოს, შენ ცოცხალი ხარ.
1 part