-უნდა დამივიწყო,ეს არასწორია.- გატეხილი ხმით ამოიჩურჩულა გოგომ. -და რა არის სწორი?როდემდე აპირებ სხვისთვის ცხოვრებას?-გაღიზიანებული ტონი ვეღარ შეიკავა ბიჭმა. -არ მინდა ვატკინო.-აწყლიანებული თვალები აარიდა წითურმა. -და ამის გამო მზად ხარ მე მატკინო? ჩუმად იყო,რადგან იცოდა ხმას თუ ამოიღებდა ცრემლებს ვეღარ შეიკავებდა... -ოდესმე დამივიწყებ-ემოციებისგან დაღლილს ფეხებში ძალა ეკარგებოდა. -დაგივიწყებ?-მწარედ გაეცინა-სერიოზულად?ამას მაშინ მეუბნები,როცა ჩემი ყოველი სიტყვა და ქმედება შენ გიკავშირდება?რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ-მთხოვ,რომ დაგივიწყო?მაშინ მაპატიე-ბიჭი მუშტებს კრავს რომ მისი არეული გრძნობები შეაკავოს-იმედები უნდა გაგიცრუო, რადგან როცა უკანასკნელად ჩავისუნთქავ ჰაერს და მივხვდები,რომ ჩემი დრო ამოიწურა ვფიცავ მაშინაც კი ჩემს გონებაში