Isaac

586 58 11
                                    

მთელმა კვირა დღემ მოსაწყენად ჩაიარა.
ლიამი და ბიჭები კვირა დღის ყველა წვეულებაზე იყვნენ ამიტომ სახლში დრო თითქმის არ გაუტარებიათ.

ორშაბათს კოლეჯში ნაბახუსევზე მყოფმა ლიამმა წამომიყვანა.
მთელი გზა ხმას ვერ იღებდა, ენა მაქვს დაბუჟებულიო წუწუნებდა და მეც მეტი რა მინდოდა, ყურები მასზე მოგონილი ხუმრობით გამოვუჭედე რომელზეც, რა თქმა უნდა მხოლოდ მე ვიცინოდი.

ახლაც კოლეჯში ვზივარ, ფიზიკის ლექციაზე და კალამს რიტმულად, მაგრამ ჩუმად ვუკაკუნებ მერხს.

ფიზიკურად აქ ვარ, მაგრამ გონებით ჩახვეული ფირივით ვიხსენებ ჩემი და ზეინის მოგონებებს. დებილივით მეცინება. ხანდახან შეუძლია ძალიან საყვარელი იყოს, თუმცა უმეტეს წილად მაინც გრძნობებზე მოთამაშე იდიოტია.

–ბოდიში დაგვიანებისთვის. –დარბაზში ლიზა შემოვარდა, ერთი თვალი მოავლო აუდიტორიას, მზერა ჩემზე შეაჩერა და ჩემს გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.

–ელიზაბეტ ჯონს უკვე მერამდენედ აგვინებთ? –მაღალი, ლამაზი აღნაგობის ქალი დაბღვერილი უყურებს ლიზას.

ეს ქალი არასდროს მომწონდა. ზედმეტად წიკიანია და ყველაფერზე შეუძლია ყვირილი. ნებისმიერ წვირლმანზეც კი. ეს მაძლევს საბაბს ვიფიქრო, რომ კლასის დიდი ნაწილი ჩემ მსგავს გრძნობას განიცდის მის მიმართ.

–მეგონა ამას მასწავლებლები ითვლიდნე. –ლიზამ ვითომც აქ არაფერიო ისე აიჩეჩა მხრები.

მისის ვოთსონს სახეზე ყველა ფერმა გადაუარა. გაწითლდა, გამწვანდა, განარინჯისფერდა.
ალბათ პირველი იყო ვინც ასე შეუტრიალა ენა.
აუტანელი დიქტატორი.

–გარეთ გაბრძანდი ახლავე. და თქვენ –ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. ჯანდაბა მე რაღა შუაში ვარ. –თქვენი სახელი და გვარი.

–ბიანკა პეინი. –ცოტა დაბნეულად ვუპასუხე.

–უკან გაყევით!

Our Bones [Z.M fanfiction]Where stories live. Discover now