მოკლედ, სანამ კითხვას დაიწყებთ მინდა იცოდეთ, რომ ყველა შიფის მომხრე ვარ. Taekook, jikook, vmin, yoonmin, namjin, sope.აბსოლუტურად ყველა შიფის.ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ჩემს შესახებ.😁
Jimin's pov:
–ჯიმინ ადექი, სკოლაში გაგვიანდება.– დედა გაჰყვირის პირველი სართულიდან და ვცდილობ ძილი შევიბრუნო, მაგრამ ვინ გაცდის. დედა საწოლიდან წიხლის კვრით მაგდებს და მეც იატაკზე ვიშხლართები.ღმერთო რა დავაშავე.
–ზოზინით მივდივარ კარადასთან, ვიცვამ შავ ჯინსს, შავ მაიკას, ლურჯ შემოსაცმელ ჯინსს და რა თქმა უნდა, ვიკეთებ შავ სათვალეს.
–ბლინები მოგიმზადე ჯიმინ.– დედა სამზარეულოდან მიყვირის და მეც ბედნიერი მივრბივარ სამზარეულოში.რა მადისაღმძვრელი სუნია.(იცის ჩემი სუსტი წერტილი).პირში ვიტენი და ფეხაკრეფით მივდივარ სკოლის გზისკენ, რადგან სადაცაა 10 წუთში ზარი დაირეკება.5 წუთით დაგვიანებულზე შევედი.პირველი ისტორია მაქვს, ჯანდაბა.
–პაკ ჯიმინ, გაკვეთილის შემდეგ დირექტორის კაბინეტში მიბრძანდები.–მეუბნება მასწავლებელი და ჩემს ადგილს ვიკავებ.
ცოტახნის შემდეგ იღება კარები და შემოდის სიმპათიური, მაღალი ბიჭი. მასზე მარტო ის ვიცი, რომ წინა სკოლიდან იმიტომ გამოაგდეს, რომ გოგოს გამო ერთი ბიჭი სიკვდილამდე სცემა და იმასაც ამბობდნენ რომ ჩუმად ნარკოტიკი შეიძინა ვიღაცისგან.
–გამარჯობა, თუ შეიძლება თქვენი თავი წარადგინეთ.– ღიმილით მიმართა მასწმა ბიჭს. ბიჭმა ისეთი სახე მიიღო, ერთი სული ჰქონდა თავი დაეღწია აქაურობიდან, თან ისე ცქმუტავს თითქოს სადმე ეჩქარებოდეს.
–გამარჯობა, მე ჯონ ჯონგუკი ვარ, სიმპათიური, უნაკლო ბიჭი, იმედია ვიმეგობრებთ.– ეს ბოლო სიტყვები თვალების ატრიალებით თქვა და ეშმაკური ღიმილი აიკრო სახეზე, როდესაც დაინახა როგორ შესცქეროდნენ გოგოები მას.
ღმერთო რა თავქარიანი ვინმე ჩანს, სუფთა ფლეიბოია, ნუ ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობ ასე.
YOU ARE READING
ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)
Teen Fiction-ჯიმინ, რატომ არ შეგიძლია ერთხელ ნორმალურად მომისმინო, ეს დედააფეთქებული? -შენ მე მომატყუე ჯონგუკ, ამის შემდეგ როგორ უნდა გენდო?- აცრემლიანებული თვალებით, გულგატეხილი და აკანკალებული ხმით ვეუბნები. -თავი დამანებე, შენი დანახვაც აღარ მინდა, საერთოდ დ...