18.

630 41 26
                                    

Jungkook's pov:

–ჯიმინ, თვალები გაახილე, ნუ მაშინებ.–ჯონგუკი ანჯღრევს მას, ხოლო შემდეგ ბოლო ხმაზე იწყებს ყვირილს და გულში იხუტებს.

*Flashback*

Jimin's pov:

ჯიმინი სიცივისაგან იშმუშნება და იძულებულია ადგეს, რომ ფანჯარა დახუროს.ჯონგუკისკენ ტრიალდება და უყურებს, თუ როგორ მშვიდად სძინავს მას.მასთან ახლოს მიდის, იკუნტება და საწოლის კიდეზე დებს თავს და მის სახის ნაკვთებს ეფერება.

–ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, ჯონ ჯონგუკ, შენ ჩემთვის ბევრს ნიშნავ.–უღიმის მას.

–თუმცა...–სახეს დაბლა სწევს და ცრემლები მის სახეზე იწყებენ დენას.

–ჩემს არსებობას აზრი არ აქვს, ბინძური ვარ სულიერად, ამ ტკივილს ვერასდროს ჩამოვირეცხავ, ცხოვრების ტრამვად დამრჩება სამუდამოდ.ვიცი ახლა ჩემი არ გესმის, მაგრამ ამას პირადად ვერასდროს გეტყოდი.მივდივარ,სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები.იმედი მაქვს იპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ პრობლემებს არ შეუშინდება და შენს გვერდით დადგება რთულ პერიოდში და ერთად გადალახავთ.მშვიდობით, ჯონ ჯონგუკ, ჩემო პირველო სიყვარულო.–ცრემლებს იწმენდს და აბაზანაში შედის.

სარკეში იხედება, საკუთარ თავს უყურებს და სკოლაში მომხდარ ამბავს იხსენებს, როდესაც ჯონგუკმა შეაჩერა ის საპირფარეშოში.

–რა საცოდავი ხარ პაკ ჯიმინ,ყველას სძულხარ, არავის უყვარხარ, როგორი უგულო ადამიანი ხარ.ახლა ნამდვილად ვერავინ შემაჩერებს, ამას გავაკეთებ.მეც დავისვენებ და გარშემო მყოფებსაც აღარ დავაწვები ბარგად.–მწარედ დასცინის საკუთარ თავს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს.

სარკეს მუშტს უქანებს, და ერთ-ერთ დიდ შუშის ნატეხს იღებს თუ არა, მტევანს ისერავს, 2 წუთშივე ვარდება დასუსტებული, თავს ნიჟარის წვერს არტყამს მთელი ძალით და მეტლახზე ეცემა, ხოლო იქაურობა სულ მისი სისხლით იღებება.

ჯონგუკის პატარა მოჩი(რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now