1

951 75 48
                                    

დღეს ჩემი პირველი დღე არის ახალ უნივერსიტეტში. ახალი გარემო....ახალი ბავშვები...ახალი ცხოვრება მშვენიერია არა? მე კი ვიტყოდი რომ არა...ეს ყველაზე ცუდია უკვე ასი საცხოვრებელი მაინც მაქვს გამოვლილი. რადგან ჩემი მშობლები მუდამ კამათობენ ამისგამო მე და დედა სახლიდან მოვდივართ დედაჩემის თქმით ამჯერად ბოლოა.

დღეს ჩვეულებრივ ავდექი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, თავი მოვიწესრიგე და პირველ სართულზე ჩავედი.

უნივერსიტეტში ფეხით წავედი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

უნივერსიტეტში ფეხით წავედი. უცნაური გარემო...უცნაური ხალხი....უცნაური სასწავლებელი. ყველაფერი უცნაურად მეჩვენებოდა ხალხიც კი. მაგრამ ეს ჩემს ატმოსფეროს გამოცვლას მივაწერე. დღეს პირველი დღეა და ნამდვილად არ ჩავიშხამებ. მალევე ლექციაც დაიწყო პირველი მასწავლებელი შევიდა შემდეგ კი მე შემიყვანა
- გთხოვთ გაეცანით ბავშვებს - მითხრა ლექტორმა და გამიღიმა
- გამარჯობათ მე ვარ კანგ იონა. იმედია ვიმეგობრებთ - ვთქვი ყველას გავუღიმე და აუდიტორიას გადავხედე.
- შეგიძლია თავისუფალ ადგილას დაჯდე - მითხრა თუ არა ლექტორმა მაშინვე დავჯექი. ჩემი ნივთები ამოვალაგე და ყველანაირად მოვბილიზდი. აუდიტორიას ვათვალიერებდი და შევამჩნიე ბიჭი რომელიც მაკვირდებოდა. მას მკვლელი მზერა ჰქონდა, უცნაური ფორმის ტუჩები და მუქი თვალები. ერთ წამს ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ შემდეგ კი თვალი მოვაშორე და ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
ლექციები დასრულდა თუ არა ჩემთან გოგონა მოვიდა. თეთრი თმებით, თეთრი წამწამებით და წარბებით, ნაცრისფერი თვალების მქონე გოგონა. სიმართლე რომ ვთქვა ძალიან უჩვეულო გარეგნობა ჰქონდა რაც უცნაურადაც კი მეჩვენა.
- გამარჯობა მე კიმ ლუნა ვარ...
- სასიამოვნოა შენი გაცნობა კანგ იონა
- გინდა ვიმეგობროთ? აქ ახალი ვარ და მეგობრები ჯერ არ მყავს
- რატომაც არა - ვუთხარი და გავუღიმე
- მაშინ მოდი კაფეში ჩავიდეთ
- კარგი - გოგონას გავყევი და კაფეში ჩავედით. ჩვენს წინ ისევ ის ბიჭი გაჩნდა არ ველოდი შემეშინდა და გამიკვირდა! - ლუნა ეს ტიპი ვინ არის? - თვალებით  ვანიშნე ბიჭისკენ
- ეს კიმ თეჰიონია ჩემი ბიძაშვილია..... არცისე კარგი ტიპია მასთან საქმე არ დაიჭირო.
- კარგი - ვუთხარი და ისევ თეჰიონს შევხედე რომლის მზერა არადა არ მშორდებოდა. მალევე მას რამდენიმე ბიჭი მიუჯდა სიცილით.

~ A strange world ~ (დასრულებული)Where stories live. Discover now